ჩამოკიდებული ქუთუთო ყოველთვის იყო დაღლილი, დაქანცული ქალის ნიშაში, თუმცა, ეს მუდამ ასე არ არის. უბრალოდ, ქუთუთოს კანი ძალიან თხელი და ფაქიზია, ამასთან, ნეგატიური გარემოს ზემოქმედების ქვეშ ყოფნა მასზე ცუდად მოქმედებს.
ქუთუთოები ძალიან სწრაფად ბერდება, რაც დიდ გავლენას ახდენს სახის მდგომარეობაზე. მზის პირდაპირი სხივები, მავნე ტოქსინები და სათანადო მოვლის ნაკლებობა იწვევს ასაკთან შედარებით ქუთუთოების კანის უფრო სწრაფად დაბერებას. თუ თქვენ გენეტიკურად გაქვთ ჩამოკიდებული ქუთუთოებისკენ მიდრეკილება, ან ცუდი ჩვევების მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ქუთუთოების სილამაზესა და ახალგაზრდობას.
ამაში შესაძლოა დაგეხმაროთ ის რჩევები, რომლებიც ჩვენ სპეციალურად თქვენთვის შევაგროვეთ!
1. ლეღვი და ლიმონი ჩამოკიდებული ქუთუთოების წინააღმდეგ
ლეღვს მრავალი კრემის შემადგენლობაში შეხვდებით. მასზე ამზადებენ სპრეებსა და მაღალხარისხიან არომატებს, გარდა მისი სასიამოვნო სურნელისა, ლეღვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ქუთუთოების დაბერებას უშლის ხელს. C ვიტამინით სავსე ლიმონთან კომბინირებით, შესაძლებელია სახის ნიღბის დამზადება, რომელიც ქუთუთოს უფრო მყარს ხდის. ორივე პროდუქტი ხელს უშლის კოლაგენისა და ელასტინის დაკარგვას.
ინგრედიენტები
- 3 ც მწიფე ლეღვი
- 5 მლ ლიმონის წვენი
მომზადების წესი
- გარეცხეთ და გააშრეთ ლეღვი.
- დახეხეთ ან დააბლენდერეთ იგი, რომ მიიღოთ ფაფისებრი კონსისტენცია.
- დაუმატეთ ლიმონის წვენი და მოურიეთ.
როგორ გამოვიყენოთ
მიღებული ნაზავი დაიტანეთ ქუთუთოებზე. ნიღაბი თავისი დადებითი თვისებების გამო თითქმის უვნებელია, ამიტომ, თუ ამ პროდუქტებზე ალერგიული არ ხართ, ნიღბის წასმა მთელს სახეზე შეგიძლიათ. ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ, შემდეგ კი სახე თბილი წყლით უნდა ჩაოიბანოთ. გაიმეორეთ პროცედურა ძილის წინ, კვირაში 3-ჯერ.
2. ვაშლი და თაფლი
ამ საშუალების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნითაა შესაძლებელი, ვინაიდან, ვაშლში შემავალი დუნე მჟავები ატონიზირებს და აახალგაზრდავებს კანს. თაფლი შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ცალკეული პროდუქტი, თუმცა, ვაშლში შემავალი ნატურალური დიეტური ბოჭკო მას ბევრად უფრო სასარგებლოს გახდის.
ინგრედიენტები
- 1 ც მწიფე ვაშლი
- 2 ს.კ. თაფლი
- აქციეთ ხილი ვაშლის პიურედ. ეს შეგიძლიათ ბლენდერით ან ხორცის მანქანით გააკეთოთ.
- შემდეგ დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი და მოურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
როგორ გამოვიყენოთ
დაიტანეთ ნიღაბი მთელს სახეზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. წყლის დაბალი ტემპერატურა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რითაც კვებავს სახის კანს. პროცედურა უნდა გაიმეოროთ კვირაში მხოლოდ 3 ჯერ.
3. შვრია, თაფლი და კვერცხი
ამ ნიღაბში შემავალი ინგრედიენტები შეიცავს ვიტამინებსა და ამინომჟავებს, რომლებიც ქუთუთოების ჩამოკიდებას უშლის ხელს და ეხმარება კანის ტურგორის გამაგრებას. გარდა კვების თვისებებისა, ნიღაბი წმენდს კანს, ვინაიდან შვრია გამოიყენება როგორც სკრაბი.
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. შვრიის ფქვილი
- 2 ს.კ. თაფლი
- კვერცხის გული
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, არ გამოიყენოთ კვერცხის ცილა, მხოლოდ მისი გულია საჭირო, რადგან ცილა არ აძლევს ნიღაბს გაფართოების საშუალებას.
როგორ გამოვიყენოთ
ფრთხილი მოქმედებებით დაიტანეთ ნიღაბი მთელს სახეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთით, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ.
4. გვირილა და კიტრი
გელებისა და ტონიკების შემადგენლობაში ხშირად შეხვდებით კიტრსა და გვირილას. საშინაო პირობებში ამ პროდუქტებით გაცილებით ნატურალურ და სასარგებლო საშუალების დამზადება შეიძლება, რეზულტატი კი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. გვირილის ყვავილები (შეგიძლიათ ხმელი ყვავილების გამოყენებაც)
- 250 მლ სუფთა გამდინარი წყალი
- ნახევარი კიტრი
- აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მასში გვირილის ყვავილები 30 წუთით, ამ დროის განმავლობაში ნახარში უნდა გაცივდეს.
- გაწურეთ ნაზავი და დააბლენდერეთ კიტრთან ერთად.
- მიღებული ლოსიონი შეინახეთ მაცივარში 2-3 საათით.
როგორ გამოვიყენოთ
შედეგად უნდა მიიღოთ მსუბუქი ტონიკი, რომლის გამოყენებაც კვირაში მხოლოდ 2-ჯერაა მიზანშეწონილი. ტონიკი უნდა წაისვათ ქუთუთოებსა და თვალების გარშემო 20 წუთით. საჭიროებისამებრ ჩამოიბანეთ წყლით. ლოსიონის მატონიზირებელი თვისება არა მხოლოდ ქუთუთოს გაამყარებს, არამედ თვალების ქვეშ არსებულ სიშავესაც მოგაშორებთ.
5. ალოე და ავოკადოს ზეთი
ალოეს აქვს დამატენიანებელი, გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი თვისებები, ხოლო ავოკადოს ზეთში შემავალი ამინო მჟავების ცხიმოვანი თვისებები იდეალურად ავსებს და აძლიერებს ალოეს მოქმედებას. ამ ნიღბის გამოყენებით კანი დაიბრუნებს სასურველ ელასტიურობას.
ინგრედიენტები
- 45 გრ ალოეს გელი
- 30 მლ ავოკადოს ზეთი
შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
როგორ გამოვიყენოთ
მიღებული ნაზავი წაისვით ქუთუთოებზე და სახეზე, გაიჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის ჩატარება სასურველია ძილის წინ, რადგან ნიღბის გამოყენების შემდეგ შესაძლოა ცხიმის ბზინვარება დაგრჩეთ, რომელსაც კანი მთელი ღამის განმავლობაში კარგად შეიწოვს. პროცედურის გამეორება კვირაში 3-4-ჯერ შეიძლება.