მარწყვის მურაბის მოხარშვის გარეშე მომზადების ინსტრუქცია

თუ ბოსტნეულის კონსერვების, მურაბების, ჯემების მომზადება გიყვართ, დღევანდელი სტატია ნამდვილად მოგეწონებათ. მარწყვი ზამთარში – გემრიელი და ლამაზი ტკბილეული, რომელიც შეგიძლიათ კენკრის ფორმის დაკარგვის გარეშე დააკონსერვოთ.

ასეთი მარწყვი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტორტის და ღვეზელის გასაფორმებლად, ასევე პურთან და კარაქთან მისაყოლებლად. დამუშავების შემდეგ კენკრა ფორმას თითქმის არ კარგავს, ხოლო გემო და არომატი უფრო ძლიერდება. აუცილებლად სცადეთ!

მარწყვი ზამთრისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი
  • 1 კგ შაქარი
  • 200 გრ წყალი
  • 2 გრ ლიმონის მჟავა

მომზადება:

1. კარგი ქვაბი აიღეთ, მასში შაქარი ჩაყარეთ და წყალი დაასხით. საშუალო ცეცხლზე დადგით და შაქრის გადნობას და სიროფის მიღებას დაელოდეთ. სუსტ ცეცხლზე მაქსიმუმ 15 წუთით ადუღეთ და ლიმონის მჟავა დაუმატეთ.

2. ამის შემდეგ სიროფი კიდევ 15 წუთით ადუღეთ, სანამ თაფლის მსგავსი წელვადი მასა არ გახდება.

3. მარწყვი მოამზადეთ: კენკრა გარეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ. დიდი კენკრა შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ, პატარები კი მთელი დატოვეთ.

4. მარწყვს სიროფი დაასხით და 20 წუთით გააჩერეთ. ამ დროში მარწყვი ოდნავ „მოიხარშება“ და წვენს გამოყოფს. ამის შემდეგ მარწყვის წვენი სიროფთან ერთად საწურით იმ ქვაბში ჩაწურეთ, სადაც შაქარი გაადნეთ. მიღებული სქელი კარამელი კვლავ ქვაბში ჩაასხით.

5. სიროფი მაქსიმუმ 10 წუთით ადუღეთ. კარამელი გაიხსნება და სიროფი თხევადი გახდება. მიღებულ ქაფს დაჯდომა აცადეთ და სიროფი კვლავ მარწყვს დაასხით და 20 წუთით გააჩერეთ.

6. ამ დროში ქილები გაასტერილეთ: თითოეულ ქილას 50 გრ წყალი დაასხით და მიკროტალღურ ღუმელში 10 წუთით შედგით. თავსახურები უბრალოდ 5 წუთით აადუღეთ. სუფთა პირსახოცით გაამშრალეთ.

7. 20 წუთის გასვლის შემდეგ სიროფი საწურით კვლავ ქვაბში ჩაასხით. მაქსიმუმ 5 წუთით აადუღეთ და ქაფი სწრაფად მოხადეთ. მარწყვი ქილებში გადაანაწილეთ, ქილის ნახევარი მოცულობა საკმარისი იქნება. სიროფი დაასხით და მოხუფეთ. ახლა შეგიძლიათ ქილები კარადაში შეინახოთ. მარწყვის მურაბა მზადაა!

ასეთი მარწყვი სიროფით ფორმას კარგად ინარჩუნებს და ზამთარში სასიამოვნოდ გაგაოცებთ. შეგიძლიათ რეცეპტი გაამარტივოთ და სიროფი მხოლოდ ერთხელ მოხარშოთ, მასში ჩხირებზე წამოცმული მარწყვის ამოვლებით მოჭიქულ ტკბილეულს მიიღებთ, რომელიც წვეულებისთვის აქტუალურია.