10 რჩევა, რომლის დახმარებითაც ბევრი წვალების გარეშე დაიკლებთ წონას

0
730

თქვენი ფიგურა იდეალურ ფორმას ერთ დღეში ვერ მიიღებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო თავი უნდა დაიტანჯოთ და აწამოთ მკაცრი დიეტებით და გადამღლელი ვარჯიშებით. თუმცა, ამის მიღწევა ჯანსაღი დიეტის და ეფექტური ვარჯიშების გეგმის გარეშე მაინც შეუძლებელია:

არ გამოფიტოთ სხეული სავარჯიშო დარბაზში

ზედმეტად ხშირად მოვარჯიშე ადამიანები და საშუალო დონეზე აქტიური ადამიანები დღეში ერთნაირი რაოდენობის კალორიებს ხარჯავენ, რადგან ჩვენს ორგანიზმს ადაპტაციის უნარი გააჩნია. ამიტომ ბევრი ვარჯიშით ზედმეტად გადატვირთვა არ ღირს.

ვარჯიში ცხოვრების წესია და არა სასჯელი

ნუ ივარჯიშებთ თუ ეს უბედურს გხდით. დაკავდით ცურვით, ცეკვით, ცოცვით და მსგავსი აქტიურობებით, რადგან მთავარია აქტიური ცხოვრების წესისს შენარჩუნება და არა მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში სიარული.

აიწონეთ რეგულარულად.

ასეთი ჩვევა დაგეხმარებათ მოტივაციის მომატებაში პოზიტიური შედეგების დანახვისას და ორჯერ დაგაფიქრებთ ტკბილეულის ჭამის წინ.

ჭამეთ პრობიოტიკების შემცველი საჭმელი

ჭარბწონიანი და გამხდარი ადამიანების ნაწლავების ფლორა ერთმანეთისგან განსხვავდება. Lactobacillus rhamnosus-ის შემცველ პროდუქტებს ამ სიტუაციის შეცვლა შეუძლია, რის გამოც უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ რძის პროდუქტების შემცველობებს, რომელშიც პრობიოტიკები შედის.

დაუმატეთ დიეტის მენიუს ლობიო, ბარდა და ოსპი.

ლობიოს, ბარდის და ოსპის ჭამა დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში და ნორმალური წონის შენარჩუნებაში.

არ თქვათ უარი პროტეინზე

პროტეინით მდიდარი საჭმელები საშუალებას გაძლევენ იყოთ ფიზიკურად უფრო აქტიური, რაც უფრო მეტი წონის კლებას იწვევს. თქვენს ორგანიზმს ზოგადად სჭირდება პროტეინები, ცხიმები და ნახშირწყლები ნორმალურად ფუნქციონირებისათვის.

ჭამეთ პატარა თეფშებით

ეს დაგეხმარებათ საჭმლის პორციების და შესაბამისად მიღებული კალორიების რაოდენობის შემცირებაშიც.

იყიდეთ ღია ფერის მაგიდის გადასაფარებელი და თეფშები

ეს Delboeuf-ის ილუზიის გაჩენას გამოიწვევს, რაც ნორმალური ზომის თეფშზე განთავსებულ ნორმალურ პორციას უფრო დიდად გამოაჩენს. თქვენ თავს იგრძნობთ ისე, თითქოს უფრო ბევრი ჭამეთ. ამის დახმარებით უფრო მალე გაგიჩნდებათ დანაყრების შეგრძნება და ნაკლებ კალორიებს მიიღებთ.

აკონტროლეთ კალორიები

აწარმოეთ დღიური ან გამოიყენეთ აპლიკაცია იმის ჩასანიშნად, თუ რა შეჭამეთ დღის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ წონის კლების პროცესის გაკონტროლებაში და მხოლოდ საჭირო რაოდენობის საჭმლის ჭამაში.

წაიკითხეთ ეტიკეტები.

წაიკითხეთ საჭმელების ეტიკეტები და ამის დახმარებით გაიგებთ იმას, თუ ზუსტად რამდენ კალორიეს ჭამთ და რამდენად ჯანსაღია თქვენი საკვები. ეს საჭმლის დღიურის წარმოებაშიც დაგეხმარებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here