ალკოჰოლის შესახებ უამრავი მითი არსებობს, რომელსაც ხშირად ვენდობით კიდეც მათზე რეალური ინფორმაციის ქონის გარეშე. ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ მითებს, რომლის დაჯერებაც არ ღირს:
1. ნაბახუსევი იწვევს დეჰიდრატაციას
ალკოჰოლი წყლის და მარილის ბალანსს არღვევს, რაც წყურვილის გრძნობას იწვევს. თუმცა, ამით სხეულში წყლის რაოდენობა არ იცვლება.
2. უფრო ძველი ღვინო უკეთესია
ყველა ღვინის ბოთლს თავის ვადა აქვს, რის გამოც მათი სამუდამოდ შენახვა შეუძლებელია. ასევე ყველა სახეობას თავისი იდეალური ასაკი გააჩნია, რის გამოც ზოგიერთი მათგანი პირველივე წელს უნდა დალიოთ, ზოგიერთი კი რამდენიმე წლის შემდეგ. ასევე არსებობს ღვინოები, რომლებიც მხოლოდ 10-20 წლის შემდეგ უნდა დალიოთ, რადგან მანამდე მათ ცუდი გემო ექნებათ.
3. ალკოჰოლი გვათბობს
ალკოჰოლის დალევისას სითბოს ვგრძნობთ, რადგან სისხლი კანის ნაწილში გადადის სწრაფად. თუმცა, ეს სითბო სხეულის სხვა ნაწილებს, მაგალითად შინაგან ორგანოებს აკლდებათ.
4. არ შეიძლება სხვადასხვა სასმელის არევა
თქვენი მდგომარეობა დამოკიდებულია დალეული ალკოჰოლის რაოდენობაზე და არა მათ სახეობებზე.
5. ალკოჰოლი გიცავთ რადიაციისგან
ალკოჰოლი ვერ დაგიცავთ რადიაციისგან, რადგან მას არ შეუძლია ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნა.
6. ანტიბიოტიკები და ალკოჰოლი საშიში კომბინაციაა
ანტიბიოტიკების უმრავლესობა თქვენ ზიანს საერთოდ არ მოგაყენებთ მათთან ერთად ალკოჰოლის დალევის შემთხვევაში. თუმცა, აბების და ალკოჰოლის ერთად მიღება მაინც არ შეიძლება.
7. არ უნდა შეამციროთ ალკოჰოლის სიძლიერე მისი დალევისას
რეალურად ვისკის შემდეგ ლუდიც რომ დალიოთ, არაფერი მოხდება. ამ შემთხვევაშიც ალკოჰოლის რაოდენობაა მთავარი და არა სიძლიერე.
8. ალკოჰოლი კალორიულია
ალკოჰოლი კალორიული არაა, თუმცა მას თქვენს მეტაბოლიზმზე შეუძლია ზემოქმედება. თქვენი ორგანიზმი ალკოჰოლს საწამლავად აღიქვავს და მის მოშორებას ცდილობს სასწრაფოდ, რის გამოც მეტაბოლიზმი ნელდება და ალკოჰოლამდე ნაჭამი საჭმელი ცხიმებად იქცევა.
9. ალკოჰოლის მიღება ანადგურებს ტვინის უჯრედებს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის სმის მიუხედავად, ადამიანების ნეურონებს შორის განსხვავება მაინც არ ვლინდება. თუმცა, ალკოჰოლი ნერვულ ხაზებს აზიანებს, მაგრამ ამ პროცესის გამოკეთება მარტივად ხდება ალკოჰოლის სმის შეწყვეტის შემდეგ.
10. ბევრი ჭამა დათრობისგან დაგიცავთ
მუცელში არსებული საჭმელი მხოლოდ ალკოჰოლის შეწოვას ანელებს. ამის გამო დათრობის პირველ ნიშნებს ვერ ამჩნევთ და ამიტომ უფრო მეტს სვავთ საერთო ჯამში.