სტატიაში ვისაუბრებთ წყალბადის ზეჟანგის შესახებ, რომელიც აბსოლიტურად უსაფრთხო, ნატურალური ანტისეპტიკური და იაფი საშუალებაა, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს.
წყალბადის ზეჟანგი ეფექტურად უმკლავდება მავნე ბაქტერიებს. მისი ჟანგვითი პოტენციალი ხელს უწყობს დაავადებების განკურნებას, ინფექციებთან ბრძოლასა და მიკრობების განეიტრალებას.
თუ გავითვალისწინებთ წყალბადის ზეჟანგის კონცენტრაციას, მისი გადაყლაპვა შეიძლება საშიში იყოს.
შემოგთავაზებთ წყალბადის ზეჟანგის ბაზაზე მომზადებულ რამდენიმე საშუალებას, რომელთა დახმარებით შეძლებთ პრობლემათა მოგვარებას.
სოდისა და წყალბადის ზეჟანგის კომბინაციით შექმენით საკუთარი კბილის პასტა. თუ ამ საოცარ საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ, მოიშორებთ კბილებზე არსებულ ნადებს.
ფეხისა და ფრჩხილების ინფექციების სამკურნალოდ
საღამოს ფეხები ჩაყავით წყალბადის ზეჟანგით გაჯერებულ თბილ წყალში და დააყოვნეთ 20 წუთი. ამ მეთოდის საშუალებით შეძლებთ თავიდან აიცილოთ სოკოს გაჩენა ფეხებსა და ფრჩხილებზე, მოიშორებთ უსიამოვნო სუნსაც კი.
პირის ღრუს სავლები
1 ს. კ. წყალბადის ზეჟანგისა და 1 ჩ. ჭ. წყლის ნარევი გამოივლეთ პირის ღრუში. ამ მეთოდით შეძლებთ სტომატიტისგან და პარადონტიტისგან გათავისუფლებას, გაიყუჩებთ ტკივილსაც. თუ ამ სავლებს რეგულარულად გამოიყენებთ, გაითეთრებთ კბილის ემალს და დაემშვიდობებით უსიამოვნო სუნს.
წყალბადის ზეჟანგი ძალიან სასარგებლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის უძლიერესი სადეზინფექციო საშუალებაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვების სათამაშოების ან სხვა საგნების დეზინფექციისათვის. საკმარისია, საგნებს შეასხუროთ და დაელოდოთ გაშრობას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ პრობლემები.