8 ცნობილი საჭმელების კომბინაცია, რომელსაც უნდა მოერიდოთ

ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ მიღებულ საკვებზე. სწორედ ამიტომ უნდა ვჭამოთ გემრიელთან ერთად ჯანსაღი საჭმელიც. თუმცა, ინგრედიენტების არასწორი კომბინაცია პირიქით ჯანმრთელობისთვის მავნეც კი შეიძლება გამოდგეს. სწორედ ამიტომ უნდა მოერიდოთ ამ პროდუქტების შერევას:

8. კაკაო და რძე

კაკაო ისეთ მჟავებს შეიცავს, რომელიც კალციუმის შეწოვას ბლოკავს. კალციუმთან შერევისას ეს მჟავები ასევე კრისტალებს წარმოქმნიან, რომელიც თქვენი თირკმელებისთვის მავნებელია დიდი რაოდენობის შემთხვევაში.

7. სალათი და ლიმონი ან ძმარი

მწვანილში და ბოსტნეულში არსებული სასარგებლო ნუტრიციების სწორად შეწოვისთვის ორგანიზმს ცხიმი სჭირდება. ამიტომ სჯობს გააფორმოთ თქვენი სალათი ზეთით ძმრის მაგივრად.

6. პასტა და პამიდორი

პასტაში არსებული სახამებლიანი ნახშირწყლების გადამუშავება ნერწყვის საშუალებით უნდა დაიწყოს პირშივე. ნერწყვი ამას სპეციალური ფერმენტის საშუალებით ახდენს, თუმცა პამიდორში არსებული მჟავები სწორედ ამ სასარგებლო ფერმენტის დაშლას იწვევენ. ამით სახამებლის მონელების პროცესი ფერხდება.

5. კვერცხი და ბეკონი

ორივე პროდუქტი სავსეა პროტეინებით, რის გამოც ჩვენს ორგანიზმს ბევრი ენერგია სჭირდება მათი გადამუშავებისთვის. სწორედ ამიტომ ასეთი საუზმე მთელი დღისთვის სამყოფი ენერგიისგან ცლის სხეულს.

4. ქატო და რძე

ქატოში არსებული ფიტის მჟავები რძეში არსებულ კალციუმთან და მაგნიუმთან შერევისას ისეთ ნივთიერებებს ქმნიან, რომლის გადამუშავებაც ჩვენს მუცელს არ შეუძლია. სწორედ ამიტომ უნდა დალიოთ რძე მინიმუმ 1 საათის შემდეგ და არა ქატოსტან ერთად.

3. მარცვლეული და ფორთოხლის წვენი

ეს კომბინაცია დილით ენერგიის მაგივრად მუცლის სიმძიმით დაგაჯილდოვებთ. ფორთოხლის წვენის მჟავები იმ ენზიმის აქტიურობას ამცირებს, რომელიც მარცვლეულში არსებული ნახშირწყლების გადამუშავებისთვისაა საჭირო.

2. პიცა და გაზიანი სასმელები

ნახშირწყლების, პროტეინების და სახამებლების ასეთი კომბინაცია ორგანიზმს დიდ ენერგიას ართმევს მათი გადამუშავებისას. თანაც სასმელებში არსებული შაქარი მუცლის პროცესებს ანელებებს და მის გავსებას იწვევს. ამიტომ შაქარს ნაწლავების იმ ნაწილში გადასვლა აღარ შეუძლია, სადაც მისი გადამუშავება უნდა მოხდეს, შესაბამისად ეს მუცლის უამრავ პრობლემას იწვევს.

1. ხორბლის პური და ჯემი

გადამუშავებული ხორბლის ფქვილის და ტკბილეულის კომბინაცია სწრაფი ნახშირწყლების ორმაგი დოზაა, რაც გლუკოზის რაოდენობის ზედმეტად სწრაფ მატებას იწვევს. ასეთი საუზმე ენერგიით აგავსებთ, თუმცა მალევე დაგაყენებთ ძალიან ცუდ ხასიათზე და გაგიჩენთ დაღლილობის განცდას.