თუ თვლით, რომ ყველა სახის ნიღაბი სცადეთ შინაურ პირობებში – ცდებით! სცადეთ სუპერ ეფექტური ნიღბები ასპირინით. თანამედროვე კოსმეტოლოგიამ ძალზედ შეიყვარა ეს ნიღბები მისი თვისებების გამო: ანთებების სწრაფად ჩაცხრობა, აკნესთან ეფექტური ბრძოლა, კანის დეფექტების მოცილება. დღეს ჩვენ ნიღბის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.
რას მოგიტანთ ეს პროცედურა
- გაწმენდს კანს
- შეავიწროვებს ფორებს
- შეამცირებს ცხიმის გამოყოფას
- ხელს შეუშლის გამონაყარისა და მუწუკების წარმოშობას
- ასპირინის ნიღბები სახისთვის
1. კლასიკური ნიღაბი
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად, დაფქვით 6 აბი ასპირინი, დაასხით 1 ჩ.კ. წყალი, კარგად მოურიეთ. მიღებული მასა ფრთხილად შეიზილეთ კანზე და გაიჩერეთ 5 წუთით. ჩამოიბანეთ მასაჟის მოძრაობებით ცივი წყლით.
რეცეპტი უფრო ეფექტური რომ გამოდგეს, გაიმეორეთ პროცედურა 10 დღის განმავლობაში დღეგამოშვებით. შემდეგ დაასვენეთ კანი 7 დღით და კვლავ გაიმეორეთ კურსი.
რეცეპტი #2. სახის გამწმენდი ნიღაბი ასპირინით
ასეთი ნიღაბი უხდება ყველა ტიპის კანს
ძირითადი ინგრედიენტები – 4 აბი ასპირინი და 1 ს.კ. თაფლი. მშრალი კანისთვის დაამატეთ ½ ჩ.კ. ჟოჟობას ზეთი, ცხმინიანისთვის – ½ ჩ.კ. წყალი.
კარგად მოურიეთ ინგრედიენტები და დადგით წყლის აბაზანაზე, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.
- გაიწმინდეთ კანი და წაისვით მიღებული მასა ფრთხილად.
- გაიჩერეთ 20 წუთით და დაიბანეთ თბილი წყლით.
- გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
რეცეპტი #3. ნიღაბი-სკრაბი ანთების ჩასაცხრობად
შეურიეთ 4 აბი ასპირინი და 1 ს.კ. წყალი. კომბინირებული ტიპის კანისთვის დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი.
- აისვით მიღებული მასა და შეიზილეთ 5 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
შედეგად:
შესანიშნავად გაწმინდავთ ფორებს.
დაამშვიდებთ გაღიზიანებულ კანს.
დააცხრობთ ანთებებს.