ცოტამ თუ იცის, რომ ჯერ კიდევ 50 წლის წინ მეცნიერმა ბროდა ოტტო ბარნსმა აღმოაჩინა, რომ სხეულის ტემპერატურა- სუკეთესო ინდიკატორია, თუ როგორ მუშაობს თქვენი ფარისებრი ჯირკვალი.
არსებობს მხოლოდ ერთი ნიუანსი: ტემპერატურა უნდა გაიზომოთ გაღვიძებისთანავე, ჯერ კიდევ საწოლში.
ბარნსა შეამჩნია, რომ დილაობით არარეგულარული ტემპერატურა პირველი ნიშანია ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესისა. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ეს ორგანო ნორმალურად არ ფუნქციონირებს, მაშინ მთელი ჩვენი ორგანიზმი არასწორად მუშაობს.
თქვენ დაგჭირდებათ თერმომეტრი
აი, რა არის საჭირო:
- სანამ დაწვებოდეთ მოამზადეთ თერმომეტრი. ვერცხლისწყალი ჩამოიყვანეთ 35 გრადუსზე.
- როგორც კი გაიღვიძებთ, 10 წუთის განმავლობაში გაიზომეთ ტემპერატურა.
- ჩაიწერეთ შედეგი.
თუ თქვენი ტემპერატურა 36,5 გრადუსის ქვემოთაა, მაშინ თქვენ გაქვთ ჰიპოთირეოზი. რაც იმას ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვალი არ ფუნქციონირებს ისე აქტიურად, როგორც უნდა მუშაობდეს. ალბათ სწორედ ამიტომ გაქვთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ხართ დეპრესიული, ხშირად და ადვილად ცივდებით, გცვივათ თმები.
თუ დილის ტემპერატურა 36,8 გრადუსზე მაღალია ე. ი. თქვენ გაქვთ ჰიპოთირეოზი. როცა ფარისებრი ჯირკვალი ფუნქციონირებს ნორმაზე მეტად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
გახსოვდეთ, სწორი შდეგის მისაღებად პროცედურა ზედიზედ მინიმუმ სამჯერ უნდა გაიმეოროთ, სამ სხვადასხვა დღეს.
თუ მთელი ამ დროის განმავლობაში შედეგი, რომელიც ნორმას არ ექვემდებარება, განმეორდება, თქვენ უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის ენდოკრინოლოგს და გაარკვიოთ თქვენი პრობლემების მიზეზები.