ბავშვობიდან მშობლები გვასწავლიან, რომ სხვებისთვის კამფეტების და ღრმა ემოციების გაზიარებაც კი კარგი საქციელია. თუმცა, არსებობს იმ პირადი ნივთების მეცნიერულად დამტკიცებული სია, რომელიც არავის არ უნდა ათხოვოთ თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად:
1. ქუდები
ქუდებით, სავარცხლებით და ბალიშის პირებითაც კი თქვენ შეიძლება სხვისგან ტილები გადაგედოთ. არ ათხოვოთ სხვას ისეთი რამე, რაც თქვენი თავის ქალას ეხება.
2. კრემი
კრემებში თითის ჩაყოფისას ბაქტერიების გადატანის რისკი არსებობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, სოკოვანი ინფექციები და კანის სხვა პრობლემები.
3. საცვლები ან წინდები
საცვლების გაზიარებამ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების გაცვლა და საშარდე გზების ინფექცია, გამონაყარი, ქავილი და მსგავსი პრობლემები. წინდების გაზიარებით თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ფეხის სოკო, ქუსლის ინფექციები და ქავილის პრობლემა.
4. ორალური ჰიგიენის აქსესუარები
ექიმები სერიოზულად გვიკრძალავენ კბილის ჯაგრისების გაზიარებას, რადგან ეს ინფექციების გაჩენას იწვევს. ყველა ნახმარი ჯაგრისი უამრავი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს შეიძლება ატარებდეს.
5. საპარსი სამართებლები
სამართებლების გაზიარებით მარტივად შეიძლება გადაგედოთ ჰეპატიტი და სხვა ისეთი დაავადებებიც, როგორიცაა მაგალითად შიდსი. სამართებელზე უამრავი ბაქტერია და სოკოს ელემენტები ბუდობს, რის გამოც მისი გაზიარებით კანის უამრავი პრობლემის გამოწვევა შეიძლება.
6. პემზის ქვები
პემზის ქვებს კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად ვიყენებთ, რისი გაზიარებაც სხვა ადამიანებთან ნამდვილად არ ღირს. სხვისი ტემზის ქვის ხმარება სოკოვანი ინფექციების გაჩენის რისკს ზრდის, რომელიც ძნელად მოსაშორებელია.
7. ყურსასმენები
დამტკიცებულია, რომ ყურსასმენები ნებისმიერ ზედაპირთან შეხებისას უამრავი ბაქტერიით იფარებიან. თანაც, ყველა ადამიანის ყურის ბაქტერია უნიკალურია და მათი სხვასთან გაზიარებით ყოველთვის ცუდ შედეგს მიიღებთ.
8. ჩუსტები
ჩუსტების ჩაცმა თქვენს ფეხებზე უამრავი ბაქტერიების მოხვედრის რისკს ზრდის და შესაძლოა ისინი ათასობით ბაქტერიის მატარებელი იყვნენ. სწორედ ამიტომ არ უნდა გაუზიაროთ ისინი სხვას.