შემოგთავაზებთ უებარი საცხის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ოპერაციის, ჭრილობებისა და კანის ანთების შედეგად დარჩენილი ნაწიბურების გაქრობას. ნაწიბურების შეხორცების დრო დამოკიდებულია მათ სიმძიმეზე. ახალი ნაწიბურები უფრო სწრაფად და მარტივად განიკურნება და ხდება უხილავი.
სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ნუ დაკარგავთ დროს და დაუყონებლივ გადადით მოქმედებაზე!
სურნელოვანი საცხი ახალ ნაწიბურებს უმოკლეს დროში, დაახლოებით, ორ კვირაში, უხილავს გახდის. მართალია, შედარებით ძველს და რთულს უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ მოთმინება გმართებთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
სამკურნალო საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კაკაოს კარაქი 50 მლ
- ზეითუნის ზეთი (ცივი გამოხდის) 50 მლ
- თაფლი 1 ს. კ.
- ლავანდის ეთრზეთი 3 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- კაკაოს კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, აურიეთ და გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან. თბილ ნაზავს შეურიეთ თაფლი და ლავანდის ეთერზეთი.
- მზა საცხი გადაიტანეთ მინის კონტეინერში და დაახურეთ ხუფი.
- ყოველ საღამოს, ძილის წინ, საცხი წაისვით დაზიანებულ კანზე.
მოცემული საშუალების გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით ცოტა კრემი და დააკვირდით. თუ არ მოჰყვა ალერგიული რეაქცია, საცხი თამამად გამოიყენეთ.