როგორ გავზარდოთ კიტრი ბოთლში

ბევრ მებოსტნეს ბოსტნეულის გაზრდა მარტივ საქმედ მიაჩნია. რა უნდა ქნათ, თუ ბინაში აივნის გარდა არაფერი გაქვთ ან აგარაკზე სათბურის მოწყობა თქვენი ოჯახისთვის ძალიან ძვირია?

არსებობს ძალიან მარტივი და იაფი მეთოდი – მცენარეების დარგვა პლასტმასის ბოთლებში. ამ ინსტრუქციას მიჰყევით და ძალიან მალე ფანჯრის რაფაზე აყვავებულ ბოსტანს მიიღებთ.

ნერგები ბოთლში

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პლასტმასის ბოთლები
  • ლურსმნები
  • ბრტყელტუჩა
  • სახაზავი
  • ლითონის მავთულები
  • მარკერი
  • ხრეში
  • მიწა ნერგების დასარგავად

მომზადება:

1. ბოთლები გარეცხეთ, ეტიკეტები და წებო მოაშორეთ.

2. სახაზავით მონიშნეთ ადგილები, სადაც ხვრელებს გააკეთებთ.

3. პლასტმასის ბოთლის გვერდითა კედელზე მართკუთხედი ამოჭერით. ამონაჭერი ძალიან ღრმა არ უნდა იყოს.

შეგიძლიათ დასაკიდი კვლები გააკეთოთ. ამისთვის მცენარეებისთვის განკუთვნილი ხვრელიდან 1 სმ-ს დაშორებით ლითონის მავთულების მისამაგარებლად ბოთლი გახვრიტეთ.

4. ბოთლის ქვემოთ 8 ნახვრეტი გააკეთეთ და ძირი სადრენაჟო ეფექტისთვის ხრეშით აავსეთ. თუ ბოთლების დაკიდებას ან ფანჯრის რაფაზე დადებას აპირებთ, სადგამი დაგჭირდებათ.

5. ბოთლი გაავსეთ მიწით, რაშიც მცენარეს დარგავთ.

რისი გაზრდა შეიძლება ბოთლში

1. პლასტმასის ბოთლში, როგორც წესი, მოკლე ფესვების მქონე მცენარეებს რგავენ. ექსპერიმენტი ხახვით დაიწყეთ, რადგან ის ყველაზე უპრეტენზიოა.

2. სალათის ფურცლები უხვი მორწყვის პირობებში კარგად იზრდება, თავის წვნიანობას და გემოს ინარჩუნებს. აუცილებლად დრენაჟი გაუკეთეთ და საჭირო ზომის ბოთლი შეარჩიეთ. თესლი მიწაში 1 სმ სიღრმეში ჩარგეთ, ზემოდან მიწა მოაყარეთ და საკვები პარკით შეფუთეთ, რომ აღმონაცენები გამოჩნდეს. 3 კვირაში მწვანე მოსავალს ელოდეთ.

3. ბევრი მებაღე ასეთ მეთოდს მარწყვის გასაზრდელად დიდი სიხარულით იყენებს. ამას ბევრი უპირატესობა აქვს: სარეველები არ შეგაწუხებთ, დაავადების რისკი შემცირდება, ასევე კენკრას მორწყვა პრაქტიკულად არ დასჭირდება. პლასტმასის ბოთლებიდან ასეთი კონსტრუქციის შექმნით მოსავალს პირდაპირ აივანზე მიიღებთ.

სასურველია, მზა მიწა გამოიყენოთ, რომელიც სპეციალურად კენკრის კულტურისთვის არის განკუთვნილი. ჭურჭელში მაქსიმუმ 1 ბუჩქი დარგეთ. მარწყვს მოსავლელად განსაკუთრებული რეკომენდაციები არ სჭირდება. მას სტანდარტულად მორწყვა და გამოკვება სჭირდება.

4.ახალი, ხრაშუნა კიტრი შეგიძლიათ ბინიდან გაუსვლელად გაზარდოთ. მოამზადეთ ნიადაგი: ის ფოროვანი და ფხვიერი უნდა იყოს. შეგიძლიათ მზა მიწა მაღაზიაში შეიძინოთ. კიტრისთვის 2-2,5 ლ მოცულობის ბოთლი აიღეთ, რომ მცენარეს სივრცე ჰქონდეს.

ბოთლის გადაჭრილი თავი ნიადაგით გაავსეთ, თესლი ან ნერგი დარგეთ და თავსახურით (წინასწარ მოხსენით) ქვემოთ ბოთლის ქვედა ნაწილში ჩარგეთ. ქვედა ნაწილში წყალი ჩაასხით ისე, რომ ყელის ნაწილს წყალთან წვდომა ჰქონდეს. კიტრს ბოთლში ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც სათბურში. ასევე შეგიძლიათ კიტრი ბოთლში ისე გაზარდოთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ახლა, როცა უკვე იცით, თუ როგორ გაზარდოთ ბოსტნეული პლასტმასის ბოთლებში, თქვენ საკუთარ აივანზე მოყვანილი ახალი მწვანილით სიამოვნების მიღებას შეძლებთ. ამ ხრიკის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში უამბეთ.