მას სემდეგ, რაც მე და ჩემმა დაქალმა ნაღების სოუსით მომზადებული მაკარონი გავსინჯეთ ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ კაფეში, სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ მომემზადებინა ასეთივე პასტა. საბედნიეროდ, ვიპოვე მსგავსი რეცეპტი, რომლის გამოყენებითაც მოვამზადე უგემრიელესი ყველის სოუსი და უგემრიელესი პასტაც გამომივიდა.
თუმცა, რამდენად გემრიელიც არ უნდა იყოს პასტა, ყოველდღე მაკარონის ჭამა კარგი ვარიანტი ნამდვილად არ გახლავთ. ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, მოემზადებინა ყველის სოუსების რეცეპტების ნაკრები იმის გათვალისწინებით, თუ რასთან მიირთმევთ მას. მთელი 9 რეცეპტი თქვენს განკარგულებაშია!
როგორ მოვამზადოთ ყველის სოუსი
1. ნაღებისა და ყველის სოუსი ბოსტნეულთან
ინგრედიენტები:
- 3 ს.კ. კარაქი
- 3 ს.კ. ფქვილი
- 0.5 ჩ.კ. მშრალი მდოგვი
- 2 ჭიქა რძე
- 300 გ ჩედარი
- მარილი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
დასაწყისისთვის, დაადნეთ კარაქი პატარა ქვაბში. დაუმატეთ მდოგვი, ფქვილი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ნელ ცეცხლზე გათბობით. დაუმატეთ მასას რძე, თუმცა არ შეწყვიტოთ მორევა, და ხარშეთ სოუსი 60 წამით. ბოლოს დაუმატეთ დახეხილი ყველი, სანელებლები და ისევ მოურიეთ.
2. ნაღებისა და ყველის სოუსი მაკარონისთვის
ინგრედიენტები:
- 200 მლ ნაღები
- 200 გ მყარი ყველი
- 200 გ მდნარი ყველი
- 10 მლ ზეთი
- ნივრის მარილი გემოვნებით
- რეჰანი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
დახეხეთ ყველი მსხვილად. მდნარი ყველი მოათავსეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაუმატეთ ზეთი და ნაღები. ხარშეთ მასა ნელ ცეცხლზე, დროდადრო მოურიეთ. როცა ყველაფერი ადუღდება, ცეცხლს მოუკელით და დაუმატეთ სანელებლები, შემდეგ თანდათან ჩაყარეთ მყარი ყველიც, მუდმივად ურიეთ, ერთგვაროვანი მასა რომ მიიღოთ.
3. ყველის სოუსი ბეგქონდრით
ინგრედიენტები:
- 50 გ კარაქი
- 1 ს.კ. ფქვილი
- 500 მლ საქონლის ბულიონი
- 100 გ მყარი ყველი
- 10 გ ბეგქონდარა
- მარილი გემოვნებით
დაადნეთ კარაქი ნელ ცეცხლზე და დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ სოუსს მანამ, სანამ ფქვილი ცოტათი არ გამუქდება. დაუმატეთ ბულიონი, სანელებლები და ყველი. აადუღეთ სოუსი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით.
4. ყველის სოუსი ქინძით
ინგრედიენტები:
- 100 გ თხის ყველი
- 100 გ ნადუღი
- 400 გ მაწონი
- 30 გ ქინძი
- მარილი და ჩილი გემოვნებით
დახეხეთ ყველი წვრილად, ნადუღი კი გაატარეთ საცერში. შეურიეთ ყველი და მაწონი, დაუმატეთ მარილი და ჩილი, თუ გინდათ, რომ სოუსს სიცხარე შემატოთ. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაჭერით ქინძი და მორთეთ სოუსი. ასეთი სოუსი იდეალურია ლავაშით მომზადებული კერძებისთვის.
5. ფრანგული ყველის სოუსი
ინგრედიენტები:
- 200 გ თხის რბილი ყველი
- 150 გ არაჟანი
- 100 გ რბილი ლურჯი ყველი
- ოხრახუშის პატარა კონა
- 1 კონა ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
დაჭერით ყველი პატარა კუბებად და ჩაყარეთ ბლენდერში, არაჟანთან ერთად. დააქუცმაცეთ ოხრახუში და ხახვი, დაუმატეთ ძირითად მასას. მოაყარეთ მარილი და პილპილი და ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სოუსი ყველაზე მეტად უხდება გამომცხვარ კერძებს, ხრაშუნა ტოსტებსა და შემწვარ კარტოფილს.
6. ყველის სოუსი თეთრი თევზისთვის
ინგრედიენტები:
- 90 მლ რძე
- 1 მდნარი ყველი ხახვით
- 90 მლ ნაღები
- 4 კბილი ნიორი
- 10 მლ ზეთი
- 1 ლიმონი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- მწვანილის პატარა კონა
დახეხეთ ყველი მსხვილად, დაჭყლიტეთ ნიორი, შეურიეთ ინგრედიენტები ზეთს, რძეს, ნაღებს და დადგით ცეცხლზე, პატარა ქვაბით. აადუღეთ სოუსი, მუდმივად ურიეთ, ბოლოს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.
მოაყარეთ მარილი და პილპილი მიღებულ მასას, მორთეთ მწვანილით. კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ, სოუსი გაატარეთ საცერში, ერთგვაროვანი მასის მისაღებად. გაითვალისწინეთ, რომ ყველის სოუსის ეს სახეობა სწრაფად სქელდება, ამიტომ უმჯობესია, მომზადებისთანავე მიირთვათ.
7. ყველი სოუსი “ლურჯი ყველი”
ინგრედიენტები:
- 100 გ ობიანი ყველი
- 100 გ არაჟანი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- მარილი გემოვნებით
ბლენდერში ათქვიფეთ ყველი და არაჟანი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და მარილი. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა სოუსის მოსამზადებლად. იგი იდეალურია ჩიფსებთან და სხვა ტიპის კრეკერებთან.
8. ყველის სოუსი ხორცისთვის
ინგრედიენტები:
- 100 გ პარმეზანი
- 2 ს.კ. მდოგვი
- 100 გ ნაღები
- პილპილი და მარილი გემოვნებით
ჩაასხით სარძევე ქვაბში ნაღები და აადუღეთ, დაუმატეთ დახეხილი ყველი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მდოგვი, მარილი და პილპილი, კიდევ ერთხელ მოურიეთ და გემრიელად მიირთვით.
9. ყველის სოუსი ხილისთვის
ინგრედიენტები:
- 450 გ მდნარი ყველი
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- 6 ს.კ. დაბეგვილი ნუში
- 8 ს.კ. ნაღები
- 3 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
- 2 გ დახეხილი მუსკატის კაკალი
კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, ნუშის გარდა, შედგით მაცივარში მირთმევამდე. სუფრაზე გატანამდე, მოათავსეთ სოუსი თასში და მოაყარეთ ნუში. ამ სოუსთან ერთად, ხილს დაუჯერებელი გემო აქვს. რეცეპტი აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ.
მაშ ასე, ამდენი სოუსიდან რთულია საუკეთესოს ამორჩევა. ალბათ, მხოლოდ თითოეულის გასინჯვის შემდეგ შეძლებთ ფავორიტის ამორჩევას. ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს.