დაფარული დეპრესიის 8 სიმპტომი, რომელიც ყველამ შეიძლება გამოსცადოს

დეპრესია სერიოზული დაავადებაა, თუმცა მისი სიმპტომები შეიძლება ჩვეულებრივ დაღლილობაშიც კი აგერიოთ. სევდიანობა, ინიციატივის ნაკლებობა და ფიზიკური და მორალური ძალის დაკარგვა სწორედ ამ დაავადების ნიშნებია. დეპრესიის ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს შეუძლია, თუმცა მისი ამოცნობა ამ სიმპტომების დახმარებით თქვენც შეგიძლიათ:

8. ფილოსოფიური ფიქრები

დეპრესიით დაავადებული ადამიანები ყოველთვის აბსტრაქტული ფრაზებით ცდილობენ საუბარს. ისინი იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “ასეთი რამე ყოველთვის მე მემართება” ისეთი ფრაზების ნაცვლად, როგორიცაა ” საკმარისად ვერ გამოვიძინე” და ა.შ მათი სიტყვები უფრო ხშირად ზოგადი და აბსტრაქტულია.

7. მიზეზების ძებნა

დეპრესიული ადამიანები ხშირად იყენებენ მოგონილ მიზეზებს ნამდვილი სურვილების და სევდის დასამალად. მაგალითად ისინი თხზავენ ემოციურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ახერხებენ მეგობრის დაბადების დღეზე წასვლას ან კოლეგებთან ერთად ვახშმობას. ისინი ამით საკუთარ ემოციებზე საუბრისგან იცავენ თავს.

6. ადეკვატური რეაქციის ნაკლებობა

დეპრესიული ადამიანები გარშემო არსებულ რეალობას სხვანაირად აღიქვავენ. ისინი შეიძლება დაეთანხმონ ყველას, შეწყვიტონ საკუთარი აზრების და სურვილების გამოთქმა, შეწყვიტონ შეურაცხყოფების აღქმა და მათ ასევე შეიძლება ვერ გამოხატონ ტკივილი, მაგალითად საყვარელი ადამიანის გარდაცვლის შემთხვევაში.

5. ფსიქოსომატური დაავადებები

დეპრესიული ადამიანები ხშირად წუწუნებენ გულის ტკივილზე, ხელების და ფეხების დაჭიმულობზე, სუნტვის პრობლემებზე და თავის/კბილის ტკივილებზე. როგორც წესი მათი ჯანმრთელობა წესრიგშია, მაგრამ ამ სიმპტომებს არასტაბილური კონდიციები იწვევს. ტკივილი იწვევს შფოთვას და დაძაბულობას, რაც უარყოფით წრეს ქმნის მსგავს სიტუაციაში.

4. მენტალური საღეჭი რეზინი

დეპრესიულ მდგომარეობაში ადამიანები კონკრეტულ დეტალებს ზედმეტად ღრმად ეძიებიან. ისინი ქმნიან ილუზიებს იმის შესახებ, რომ რაღაც პასუხის პოვნას ცდილობენ. ამის შემჩნევა მარტივია მაშინ, როდესაც ადამიანი გამუდმებით ერთ პრობლემაზე საუბრობს და მის გადასაჭრელად მოქმედების მაგივრად მხოლოდ ვერბალურად ახსენებს მას.

3. უსუფთაო შესახედაობა

დეპრესია ადამიანის გარეგნობაზეც ახდენს გავლენას. ადამიანები წყვეტენ ჰიგიენის წესების დაცვას და სახლსაც კი აღარ ალაგებენ.

2. პროდუქტიულობის შეცვლა

დეპრესიის დროს ადამიანებს ყოველდღიური რუტინული დავალებების შესრულება არ შეუძლიათ, ავიწყდებათ ინფორმაცია, ხშირად იღლებიან და უსაფუძვლოდ თვლიან საკუთარ მოქმედებებს. ეს შეიძლება გამოიხატოს საპირისპირო ნიშნებითაც მაშინ, როდესაც არააქტიური ადამიანები ხდებიან თავდადებით მომუშავე პირები დატვირთული განრიგით და ცდილობენ უამრავი მიზნის მიღწევაზე მუშაობას. ამით ისინი საკუთარ ემოციებს გაურბიან.

1. უზომო ბედნიერება

ადამიანები ხშირად ცდილობენ საკუთარი დეპრესიის დამალვას პოზიტიური ხასიათის მიღმა. ამის გამო ისინი ყველაზე ბედნიერ და უდარდელ ადამიანებს ჰგვანან მსოფლიოში. ისინი ერიდებიან სერიოზულ საუბრებს და სერიოზულ თემებს სიცილით იშორებენ თავიდან.