რატომ უხარიათ ანტიკვარების გამოცდილ გამყიდველებს ძველი საკერავი მანქანის პოვნა

ჩემი დაქალის ბებია ძალიან ღარიბი იყო, თუმცა მას მემკვიდრეობით ეს ნივთი დაუტოვა. დაახლოებით 20 წელი ნივთი სხვენში ინახებოდა და მის ღირებულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. არადა ჩვეულებრივი საკერავი მანქანის წყალობით მეგობარმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და პარიზში გაემგზავრა!

ძველი ნიმუშის საკერავი მანქანა

ალბათ, თანამედროვე თაობას გაუჭირდება იმის გამოცნობა, თუ რა დევს ამ ვინტაჟური ხის სკივრის შიგნით. სამაგიეროდ, ხანდაზმულებისთვის ეს ბევრ რამეს ამბობს.

დიახ, დიახ, ოდესღაც პოდოლსკის მექანიკური ქარხნის მიერ წარმოებული საკერავი მანქანა სწორედ ასეთ ბუდეში იყიდებოდა და ინახებოდა. ვფიქრობ, 20 წლის წინ ასეთი ნივთი თითქმის ყველა ოჯახში იყო.

ასეთი საკერავი მანქანა სახლში მეც მქონდა. მახსოვს, რამდენად დიდხანს შემეძლო ლითონის კორპუსის ორნამენტებზე ყურება. ამბობენ, რომ თითოეულ მოდელზე ეს გამოსახულება სრულად განსხვავებულია.

ახლა საკერავი მანქანა განსხვავებულად გამოიყურება და უფრო პლასტმასის ნაჭერს ჰგავს, ვიდრე ხელოვნების ნიმუშს.

პოდოლსკის საკერავი მანქანების ისტორია ჯერ კიდევ რევოლუციამდელი დროიდან იწყება. მათი პროტოტიპი კი ცნობილი ქარხნის „ზინგერის“ ნაწარმი გახდა. იმ დროისთვის მოდერნისტული სტილი ყველაზე უბრალო ნივთებზეც გავლენას ახდენდა. მწარმოებლები ცდილობდნენ, რომ ნივთები უჩვეულო ორნამენტებით გაეფორმებინათ.

ისააკ ზინგერი, ასეთი ნივთის პირველი მწარმოებელი, საკერავი მანქანის სრულყოფილებას დაკისრებული ვალის გამო შეუდგა და მხოლოდ 11 დღეში ამქვეყნად პირველი „ზინგერი“ დაიბადა. შორეულ 1851 წელს ამერიკული კომპანიის პროდუქტები უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი იყო. ძალიან მალე ზინგერის კომპანია ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ კომპანიად გადაიქცა.

მე-20 საუკუნეში სიტუაცია შეიცვალა. საკერავი მანქანის ამერიკიდან რუსეთში გამოგზავნა ეკონომიკურად წამგებიანი გახდა, რადგან უამრავი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც მსგავს პროდუქტებს უფრო დაბალ ფასად გვთავაზობდნენ. მაშინ კომპანია „ზინგერის“ ხელმძღვანელობამ მოსკოვის მახლობლად საკერავი მანქანის ქარხნის გახსნა გადაწყვიტა.

ამ მიზნით იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილ ქალაქ პოდოლსკში მიწა შეიძინეს და მცირე თანხით ქარხანა ააშენე. მახლობლად რკინიგზის არსებობამ საქმის უპრეცედენტო წარმატებას ხელი შეუწყო. ასე საქონლის მიწოდება ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მნიშვნელოვნად გამარტივდა!

ახალი ქარხანა სწრაფად იზრდებოდა. ხანმოკლე პერიოდში ქალაქ პოდოლსკის „ზინგერი“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმო გახდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ქარხანა წელიწადში 600 000 საკერავი მანქანას უშვებდა. მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის 3000-ზე მეტი საფირმო მაღაზია ჰქონდა, ამასთან მანქანებს მომხმარებლებს ფოსტით უგზავნიდნენ.

პოდოლსკის „ზინგერის“ მანქანებმა საზღვარგარეთ დიდი პოპულარობა მოიპოვა, რასაც ადასტურებს მანქანის ნაწილების დიდი მიწოდება ჩინეთში, იაპონიასა და სპარსეთის ქვეყნებში. 1914 წელს რუსეთმა მსოფლიოში საკერავი მანქანების გაყიდვით აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და მათ ყოველწლიურად ჯამში 63,5 მლნ რუბლად ყიდდა!

„ზინგერის“ ოფისმა ქალაქ სანქტ-პეტერბურგის არქიტექტურაში მნიშვნელოვანი მხატვრული წვლილი შეიტანა და ნევსკის პროსპექტი გააფორმა. ლამაზი ფასადის გარდა, შენობა ტექნიკურად სრულყოფილად ითვლებოდა: მასში იყო ლიფტი და სახურავის თოვლისგან გაწმენდის ავტომატური სისტემა.

ახლა, შენობა ასე გამოიყურება. სხვათა შორის, კომპანია „Vkontaktes”-ს ოფისი სწორედ აქ მდებარეობს!

1918 წელს პოდოლსკის ქარხანა „ზინგერი“ ბოლშევიკებმა ნაციონალური გახადეს და 1923 წლამდე პრაქტიკულად უმოქმედოდ იყო. უკვე 1923 წლიდან საკერავი მანქანის „ზიგნერის“ წარმოება აღდგა ერთი გაფრთხილებით: ახლა მანქანები იწარმოებოდა „პმქ“-ს (პოდოლსკის მექანიკური ქარხანა) სახელით.

„ზინგერის“ საკერავი მანქანის კონსტრუქცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსგავსი მანქანების წარმოება პრაქტიკულად ცვლილებების გარეშე 30 წელი გაგრძელდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მოდური ხაზები პოდოლსკის ნაწარმის განსაკუთრებული საფირმო ნიშანი გახდა.

გასაკვირი არაა, რომ ასეთი სასარგებლო, საჭირო და ყველასთვის ცნობილი ნივთის ირგვლივ ბევრი ლეგენდა შეიქმნა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, 1998 წელს კომპანია „ზინგერმა“ სერიული ნომრების მქონე (ერთიდან დაწყებული) მანქანების ძებნა დაიწყო.

ჭორების თანახმად, ასეთი იშვიათი ნივთის მქონე იღბლიანს ჯილდოს სახით 30 ათასიდან 1 მლნ დოლარამდე ელოდებოდა. სწორედ ამიტომ, ანტიკვარის გამყიდველებმა მანქანების მასიურად შეძენა დაიწყეს. ამის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, მაგრამ, როგორც ამბობენ, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს.

სწორედ ეს ლეგენდა იზიდავს ძვირფასი ლითონების მონადირეებს. თითქოსდა, რუსული „ზინგერის“ ადრეული ნიმუშები ძვირფას ლითონს, პალადიუმს შეიცავს. ცოტა ხნის წინ ჭორი გაჩნდა, რომ იშვიათი საკერავი მანქანების ორიგინალურ ნემსებში შედის უიშვიათესი ნივთიერება – წითელი ვერცხლისწყალი!

სანამ ძველ ნივთს გადაყრით ან სხვენში „ჩამოწერთ“, დაფიქრდით. შესაძლოა, მან სახლში ბედნიერება მოგიტანოთ. როგორც ხედავთ, ძველი საკერავი მანქანა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი.

თუ ისტორია თქვენთვის საინტერესო იყო, სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. შესაძლოა, ეს გასაოცარი იშვიათი საკერავი მანქანა შენახული აქვთ.