7 საჭმელი, რომელსაც არასწორად თვლიან საზიანოდ

0
949

ხალხს ძალიან აინტერესებს იმის გაგება, თუ რომელი საჭმელია ჩვენთვის საზიანო და რომელი სასარგებლო. თუმცა, ამ კითხვებზე მეცნიერები ხშირად არასწორ პასუხებს სცემენ და სწორ ინფორმაციას მხოლოდ თვეების ან წლების შემდეგ ადგენენ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ ცნობილ საჭმელებს, რომელსაც ყველა საზიანოდ მიიჩნევს, თუმცა რეალურად ისედი ცუდიც არაა, როგორიც თქვენ გგონიათ:

7. მარილი

ადამიანები დეკადების წინ ძალიან უფრთხოდნენ მარილის ჭამას, რადგან ეშინოდათ სისხლის წნევის გაზრდის, გულის და თირკმელების პრობლემების და მსგავსი უარყოფითი შედეგების. ოცდამეერთე საუკუნეში ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ პირიქით მარილის ჭამის შეწყვეტა იწვევს ისეთი ჰორმონების გამოყოფას, რომელიც სისხლის წნევას ზრდის და სხვა მსგავს პრობლემებსაც წარმოქმნის.

6. კვერცხები

ხალხს აფრთხილებდნენ, რომ კვერცხების დიდი ოდენობით ჭამა ქოლესტეროლის დონის გაზრდას და არტერიების გაჭედვას იწვევდა, გულის შეტევასთან და დიაბეტთან ერთად. დეკადების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს ორი ტიპის, კარგი და ცუდი ქოლესტეროლი და კვერცხი სწორედ კარგ ქოლესტეროლს შეიცავს.

5. პოპკორნი

ახლახანს აღმოაჩინეს, რომ საზიანოდ მიჩნეულ პოპკორნს უფრო მეტი ანტიოქსიდანტები გააჩნია, ვიდრე ხილს და ბოსტნეულს. ამით იგი გულის დაავადებების და კიბოს რისკს ამცირებს. თანაც იგი ძალიან ცოტა კალორიებს შეიცავს.

4. რძე

როგორც აღმოჩნდა, რძის ცხიმები საზიანოს მაგივრად პირიქით სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და ჩვენ ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით ავსებს. იგი ჩვენს სისხლს გარკვეული ტიპის კიბოს მიმართ უფრო გამძლესაც ხდის. ცხიმიანი რძე დიაბეტისგან თავის დაცვაშიც კი გეხმარებათ.

3. ყავა

ყავას ჰიპერტენზიასთან, გულის პრობლემებთან და ნერვული სისტემების დაზიანებასთან აკავშირებდნენ. თუმცა, ახალი კვლევების მიხედვით ყავა პირიქით გულის დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის რისკებს ამცირებს. ასევე ყავის მსმელებს უფრო ნაკლებად ემუქრებათ ღვიძლის დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის და პარკინსონის მსგავსი დაავადებების გაჩენა.

2. თეთრი ბრინჯი

თეთრი ბრინჯის ჭამა სრულიადაც არაა საშიში. მისი მონელება ძალიან ადვილია და იგი ტოქსინების შეწოვაში გვეხმარება. იგი ასევე არ შეიცავს გლუტენს და გვიცავს ქრონიკული მომნელებელი სისტემის პრობლემებისგან. თეთრი ბრინჯი ასევე ყავისფერ ბრინჯზე უფრო ნაკლებ დარიშხანს შეიცავს.

1. პიცა

პიცა პოპკორნს გავს, რადგან სახლში მომზადების შემთხვევაში იგი სრულიად არ იქნება საზიანო თქვენთვის. რეალურად იგი იდეალური წყაროა სხვადასხვა სახის ნუტრიენტების, პროტეინების, ბოსტნეულების, საყვარელი ნახშირწყლების და მწვანილების მისართმევად. თანაც იგი ყოველთვის ძალიან გემრიელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here