კბილების გათეთრების მარტივი 5 წუთიანი პროცედურა. ბანანის ქერქი მართლაც უებარია

კბილების პროფესიონალური გათეთრება, მართალია, ეფექტურია, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია და, სამწუხაროდ, ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. თეთრ და ქათქათა კბილებზე კი ყველა ადამიანი ოცნებობს.

შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით, სახლის პირობებში, შეძლებთ კბილების გათეთრებას. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ინგრედიენტი – ბანანის ქერქი.

მარტივი პროცედურა:

ბანანი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით. დაგჭირდებათ ბანანის ქერქის პატარა ნაჭერი. ქერქის შიგნითა მხრით გაიხეხეთ კბილები.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ.