თუ ყოველ დილით, უზმოზე, დალევთ თაფლითა და ლიმონით გაჯერებულ თბილ წყალს, ორგანიზმს მრავალ სარგებელს მოუტანთ. კერძოდ, დაზღვეული ხართ გაციებისგან. სასმელი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ორგანიზმს უზრუნველყოფს ვიტამინებითა და მინერალებით, აღგავსებთ ენერგიით, გიუმჯობესებთ განწყობას და ბევრად უფრო პროდუქტიული ხართ, ვიდრე ამ საოცარი სასმელის მიღებამდე.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნახევარი ლიმონის წვენი
- ჩაის კოვზამდე თაფლი
- წყალი 200 მლ
მომზადების წესი:
პირველ რიგში, გაწმენდილი წყალი შეათბეთ, დაამატეთ თაფლი, ლიმონის წვენი აურიეთ და დალიეთ გაღვიძებისთანავე. თუ ლიმონი ძალიან მჟავეა, მაშინ დაამატეთ მეოთხედი ლიმონის წვენი.
თაფლი უძლიერესი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ებრძვის ბაქტერიებს, აგარიდებთ ინფექციებს, აუმჯობესებს კუჭის ფუნქციონირებას, წმენდს ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისგან და ნარჩენებისგან.
ლიმონი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას, რადგან ის ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას და ხელს უწყობს საკვების უკეთ გადამუშავებას.
აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. მოქმედებს როგორც ბუნებრივი შარდმდენი, გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და წმენდს საშარდე გზებს.
ლიმონი წმენდს სისხლს, აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას. სასმელი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, კანს ანიჭებს ელასტიურობას.
ლიმონითა და თაფლით გაჯერებული თბილი წყლის რეგულარული მიღებით უამრავ სარგებელს მოუტანთ თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!