გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ დალაგების საუკეთესო გზა სწრაფი დალაგებაა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რისი გაკეთებაა საჭირო. იქნება ეს ქურის გაწმენდა, აბაზანის დასუფთავება თუ სამზარეულოს ნიჟარის გაწმენდა. სწორედ ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში. ახლა ჩვენ გთავაზობთ უჩვეულო საშუალებებს ნიჟარის გასაწმენდად. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს საშუალებები სამზარეულოს კარადებში გაქვთ.
ვინ იფიქრებდა, რომ ნიჟარის გაწმენდა შეიძლება ხორბლის ფქვილის გამოყენებით. პირველ რიგში, ეს პროდუქტი საყოფაცხოვრებო ქიმიაზე გაცილებით იაფია.მეორეც, იგი არ იწვევს კანზე ალერგიულ რეაქციებს. ამიტომ, თქვენ ნამდვილად არ გავნებთ. გარდა ამისა, ნიჟარის გამწმენდი საშუალება, რომელსაც ფქვილისგან მოამზადებთ, ძალიან მარტივია გამოსაყენებლად. შედეგი კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
როგორ გავწმინდოთ ნიჟარა ფქვილით
ფქვილის თვისებები
რატომ ირჩევენ მოხერხებული დიასახლისები მაინცდამაინც ფქვილს ნიჟარის გასაწმენდად? პასუხი მარტივია. ხორბლის პროდუქტს რბილი აბრაზიული თვისება აქვს. კერძოდ:
- იდეალურად წმენდს ცხიმიან ნადებს. ფქვილი იწოვს მთელ ჭუჭყს ნიჟარის ზედაპირიდან. მაგალითად, სპეციალური საწმენდი საშუალებები ამ მისიას ყოველთვის ვერ უმკლავდება. ცხიმის მიკროსკოპული ნაწილაკები მაინც რჩება ნიჟარაზე;
- ფქვილი ფრთხილად აპრიალებს უჟანგავ ფოლადს. სოდისა და სხვა ფხვნილებისგან განსხვავებით, ფქვილი უფრო რბილად მუშაობს. იგი ერთ ნაკაწრსაც კი არ დატოვებს. გარდა ამისა, პროდუქტი არ გააფუჭებს ნიჟარის დამცავ ფენას;
- ფქვილის შემდეგ, ნიჟარა სამზარეულოში უფრო დიდხანს დარჩება სუფთად, რასაც ვერ იტყვით სხვა საშუალებებზე. საქმე ისაა, რომ ჭუჭყის ნარჩენები ზედაპირზე მეტ ჭუჭყს იზიდავს. ამიტომ ნიჟარა მაქსიმალურად ხშირად უნდა გაწმინდოთ.
გამოყენების პროცესი
ფრთხილად იყავით ფქვილთან, ნიჟარის წმენდის დროს. პირველ რიგში, ზედმეტი ფქვილი შეიძლება მილში მოხვდეს. მეორეც, ფქვილი წებოვან ნივთიერებად იქცევა წყალთან კავშირის შემდეგ. გარდა ამისა, სქელი მასა უსიამოვნო არომატს აფრქვევს. ამიტომაც, მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია.
- ნიჟარა უნდა იყოს მშრალი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოაყაროთ მას ფქვილი;
- გაწმენდის შემდეგ, მოაშორეთ ფქვილის ნარჩენები ხელსახოცით და მოისროლეთ ნაგავში.
როგორ გავაპრიალოთ ნიჟარა ფქვილით
- უპირველეს ყოვლისა, გარეცხეთ ნიჟარა ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი;
- შემდეგ გაავლეთ და გაამშრალეთ;
- შემდეგ თანაბრად მოაყარეთ 2 ს.კ. ფქვილი ნიჟარის ზედაპირს.
- გაწმინდეთ ნიჟარა მშრალი ქაღალდის ხელსახოცით ან მშრალი ღრუბელის მყარი მხარით.
- ფქვილი ჭუჭყიან ფერს შეიძენს. შეაგროვეთ ფქვილის ნარჩენები და გადაყარეთ.
- გაავლეთ და გაწმინდეთ ნიჟარა. გაამშრალეთ სრულყოფილად.
გამოსცადეთ ეს საშუალება თქვენს ნიჟარაზე. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ნიჟარა სუფთაა, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. ჭუჭყი მაშინვე გამოჩნდება. ალბათ, ფქვილი ყველაზე უჩვეულო საშუალებაა ნიჟარის გასაწმენდად. თქვენ გიცდიათ მსგავსი? გაგვიზიარეთ გამოცდილება და შედეგები.