ყველამ ვიცით, რომ ხილის და ბოსტნეულის ჭამა ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა, იცოდით რომ ზოგიერთი ხილი მართლაც ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ჩვენი კანის სიჯანსაღესა და სილამაზეზე? ამ სიაში სწორედ ასეთი ხილია წარმოდგენილი. მათი ჭამით თქვენი კანი უფრო ჯანსაღი, ბრწყინვალე და მომხიბვლელი გახდება:
მოცვი
ეს პატარა სასუსნავი მის ზომაზე ბევრად უფრო მეტ სასარგებლო თვისებას იტევს. იგი იდეალური წყაროა ანტიოქსიდანტების, A და C ვიტამინების და ფაიბერის მისაღებად.
ვაშლი
ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ მიირთვათ წითელი ვაშლები, რომლებიც კანის ელასტიურობის შენარჩუნებისთვის საჭირო დიდი ოდენობით კოლაგენებს შეიცავენ.
საზამთრო
ახალი და ტკბილი საზამთრო, რომლის შემცველობის 90 პროცენტიც წყალს წარმოადგენს, იდეალურად იზრუნებს თქვენი კანის დატენიანებაზე შიგნიდან.
ბანანი
ბანანები პოტასიუმის ერთ-ერთ საუკეთსო წყაროს წარმოადგენენ. ეს მინერალი კანის ტენიანობის ბალანსის დაცვისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომაა კანის სიმშრალე პოტასიუმის ნაკლებობის სიმპტომი.
ანანასი
ანანასი დიდი ხანია რაც მრავალი კულტურის მიერ სპეციალურ მედიკამენტად გამოიყენება, რადგან იგი ერთადერთი ხილია, რომელიც ბრომელაინს შეიცავს. ეს ფერმენტი ებრძვის კანის ანთებასა და შეშუპებას.
მარწყვი
ეს წითელი გემრიელი საჭმელი ელატიკის მჟავებს შეიცავს, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივების მიერ მიყენებული დაზიანებებისგან იცავს და ასევე ნაოჭების გაჩენასაც ებრძვის.
პაპაია
ეს გემრიელი ხილი ფაქტიურად სავსეა A ვიტამინით და ფერმენტი პაპაინით, რომელიც კანში არააქტიური პროტეინების დაშლას უწყობს ხელს და ასევე კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას ასტიმულირებს.
კივი
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ეს გემრიელი ხილი ყველაზე მეტი რაოდენობის C ვიტამინს შეიცავს, რაც კანის სილამაზისა და ელასტიურობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ.
ბროწეული
ზემოთ ჩამოთვლილი ხილების მსგავსად ეს გემრიელი დესერტიც დიდი ოდენობით ნუტრიციებს შეიცავს, რისი წყალობითაც იგი კანის უჯრედების რეგენერაციას ასტიმულირებს.
ალუბალი
ალუბალი დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება თქვენს კანს და ამის წყალობით მისი დაბერების პროცესს ანელებს.
კარტოფილი
იღლიების სიშავის თავიდან ასაცილებლად წაისვით მასზე კარტოფილის ნაჭერი 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კარტოფილში არსებული მჟავები ქიმიური გამწმენდის როლს ასრულებენ.