მიუხედავად კოსმეტიკური საშუალებების სიმრავლისა, შინ მომზადებული სახის ნიღბები აქტუალობას არ კარგავს. პირველ რიგში, მათი მომზადება და გამოყენება მარტივია. მეორეც, ალერგიული რეაქციების რისკი მინიმალურია ნატურალური კომპონენტების გამოყენებისას. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბევრი ლამაზმანი უპირატესობას სწორედ ასეთ ნიღბებს ანიჭებს. ჩვენ მხედველობიდან არ ვუშვებთ არც ერთ საშინაო სიახლეს. ამჯერად კი გასწავლით, როგორ მზადდება სახის ნიღბები მარილისგან.
თუმცა, ამ შემთხვევაში არა საკვები, არამედ აუცილებლად ზღვის მარილი დაგჭირდებათ. ამ პროდუქტს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.მაგალითად, მარილით დამზადებული სახის ნიღბები კანს სუფთასა და გლუვს ხდის. გარდა ამისა, საშინაო საშუალება აუმჯობესებს სახის კანის ფერსაც. მაგარია, არა?
სახის ნიღაბი ზღვის მარილით
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. ხაჭო
- 1.5 ჩ.კ. რძე ან კეფირი
- 1 ჩ.კ. თხევადი თაფლი
- 1 ჩ.კ. ზღვის წვრილი მარილი
მომზადება
1. უპირველეს ყოვლისა, შეურიეთ ხაჭო რძეს ან კეფირს, ერთგვაროვან კონსისტენციამდე. აქ მნიშვნელოვანია თქვენი კანის ტიპი. თუ იგი მშრალია, გამოიყენეთ კეფირი და უფრო ცხიმიანი ხაჭო. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეურიეთ დაბალცხიმიანი ხაჭო და რძე.
2. შემდეგ დაუმატეთ მასას თაფლი და ზღვის მარილი. კარგად მოურიეთ.
3. დაიდეთ მასა სახის სუფთა კანზე თანაბარ ფენად. დაისვენეთ15 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. თუმცა, ამასთან, არ დაგავიწყდეთ სახის კანის მსუბუქად დაზელაც. ასე ნიღბის ეფექტი გაძლიერდება.
4. გაიწმინდეთ სახე მშრალი ხელსახოცით. შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.
სახის ნიღაბი ზღვის მარილითა და მანანით
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. მოხარშული მანანის ფაფა
- 0.5 კვერცხის გული
- 1 ჩ.კ. თხევადი თაფლი
- 1 ჩ.კ. ზღვის წვრილი მარილი
მომზადება
1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. ფაფა ამ დროს თბილი უნდა იყოს.
2. წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე. დაისვენეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით, ამავდროულად, დაიზილეთ სახის კანი.
3. შემდეგ გაიწმინდეთ სახე სუფთა მშრალი პირსახოცით. აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.
როგორც ხედავთ, ზღვის მარილის ნიღაბი ძალიან მარტივად და, რაც მთავარია, სწრაფად მზადდება. 1 წუთი მორევას, ხოლო 15 წუთი – დასვენებას სჭირდება. ამის შემდეგ, საშინაო სპა-პროცედურები კანს ერთ წამში გარდასახავს, არბილებს და აგლუვებს. აუცილებლად სცადეთ!