10 მარტივი ხერხი წონის დასაკლებად, რომელიც ზარმაცებს გამოადგებათ

ადამიანების უმრავლესობას სურს იყოს გამხდარი, თუმცა ბევრს ეზარება დიეტის დაცვა და რუტინულ ვარჯიშებში დროის დახარჯვა. თანაც, დაკავებული ცხოვრების წესის ქონისას საკმაოდ ძნელია ვარჯიშისთვის საკმარისი დროის გამოხატვა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ წონის დაკლების ყველაზე მარტივ მეთოდებს, რომელიც ზარმაცებსაც კი ეფექტურად დაგეხმარებათ:

1. არ დაგავიწყდეთ დალევა

წყლის სწორ დროს დალევა ძალიან სასარგებლოა ჩვენი მეტაბოლიზმისათვის. დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1-2 ჭიქა წყალი, რათა მეტაბოლიზმის პროცესებმა წინასწარ დაიწყონ გააქტიურება და მუცელიც ნაწილობრივ აივსება. ეს რეჟიმი ტკბილეულის ჭამასაც შეგამცირებინებთ.

2. ყურადღება მიაქციეთ თვენ საჭმელს

აქციეთ ჭამა პატარა რიტუალად. მიაქციეთ ვახშმობისას ყურადღება მხოლოდ თქვენ საჭმელს და არ იჩქაროთ. ნელა და ყურადღებით ჭამა დაგეხმარებათ უფრო ნაკლები საჭმლით დანაყრებაში.

3. გამოიყენეთ პატარა თეფშები და ჯოხები

პატარა თეფშების გამოყენებით მცირე პორციებით ჭამას მიეჩვევით. ჯოხების გამოყენებით საჭმლის ჭამა ამ პროცესს საკმარისად შეანელებს, რის გამოც თქვენ უფრო ნაკლები რაოდენობის საჭმლის მიღებით დანაყრდებით.

4. მეტი გამოძინება

როდესაც გძინავთ, მაშინ არ ჭამთ. ამასთანავე კარგად გამოძინება იდეალურ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე და ჰორმონების ბალანსზე. თანაც ძილში ორგანიზმი საათში 50-100 კალორიას წვავს.

5. დაიძინეთ სიცივეში

უბრალოდ დაუწიეთ გათბობას ან გამოაღეთ ფანჯარა. ჯანმრთელობის ექსპერტების თქმით 19 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა ორგანიზმის მიერ კალორიების დასაწვავად, რადგან ამ დროს იგი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ცხიმებს წვავს.

6. დაამატეთ ცხიმის დამწველები

გაამრავალფეროვნეთ თქვენი მენიუ და დაუმატეთ მას ორაგული, თხილეული, კვერცხები, ზეითუნის ზეთი, ცხარე წიწაკები და მწვანე ჩაი. ეს პროდუქტები თქვენ მეტაბოლიზმს გააუმჯობესებს და ცხიმებს უფრო ეფექტურად დაწვავთ. ციტრუსის და პიტნის სურნელსაც კი შეუძლია თქვენი მადის შემცირება, ამიტომ მათზეც ნუ იტყვით უარს.

7. დაივიწყეთ შეზღუდვები

თუ შოკოლადი გინდათ, ჭამეთ. უბრალოდ მიირთვით 3 ნაჭერი ხუთის ნაცვლა და ჭამეთ ისინი დილას, რათა კალორიებმა დაწვა მოასწრონ დღის განმავლობაში. მკაცრი შეზღუდვები სტრესს იწვევს, რაც ცუდი ჰორმონების დონის გაზრდას უწყობს ხელს.

8. გაიხეხეთ კბილები

გაიხეხეთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ, რადგან ეს კიდევ ერთი პორციის ჭამას გადაგაფიქრებინებთ. ამის მიზეზი ისაა, რომ საჭმელი პირში მენთოლის გამოვლების შემდეგ გემრიელი აღარ მოგეჩვენებათ და თანაც ზედმეტად დაგეზარებათ მეორეჯერ კბილების გამოხეხვა.

9. იცინეთ

გაცინების დროს ჩვენი ენერგიის ხარჯვის პროცესი 20 პროცენტით იზრდება. თანაც ეს მუცლის კუნთებს ამუშავებს. ამიტომ სჯობს ხშირად ისიამოვნოთ თქვენი ფავორიტი კომედიური შოუებით.

10. გამოიყენეთ ცხელი კომპრესები

ეს მეთოდი წიგნის კითხვისას ან ტელევიზორის ყურებისას წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. გაცხელება ოფლს გამოგაყოფინებთ, რაც ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ნიშნავს. გამოიყენეთ ცხელი საფენები, თუკი გავლენის მოხდენა გსურთ სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე. ყველაზე პოპულარულია მარილის ან ჯანჯაფილის კომპრესები. ცხელი კომპრესის ეფექტურობის ხანგრძლივობის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ფენი.