შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ცხელი კერძის, ხორცითა და წიწიბურათი მომზადებული ბურთულების რეცეპტს. კერძი მოსამზადებლად მარტივია და ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომია.
ხორცის ბურთულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ფარში (თქვენთვის სასურველი) 500 გრ
- მოხარშული წიწიბურა (მოცულობით ოდნავ უნდა აღემატებოდეს გატარებულ ხორცს)
- ხახვი 2 თავი (წვრილად დაჭრილი)
- კვერცხი 2 ცალი
- მაიონეზი 2-3 ს. კ.
- მარილი, პილპილი
სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სტაფილო (დიდი) 1 ცალი
- ხახვი 1 თავი
- ტომატის პასტა 1 ს. კ.
- წყალი 2-3 ჩ. ჭ.
- მარილი, პილპილი
- ნიორი 2 კბილი
- სანელებლები (თქვენი გემოვნებით)
მომზადების წესი:
- ხორცის ბურთულების მოსამზადებლად მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გამოხელეთ პატარა ბურთები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში (გამოიყენეთ ცოტა ზეთი). მზა ბურთულები ჩააწყვეთ ქვაბში.
- სოუსის მოსამზადებლად სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და მოთუშეთ იმ ზეთში, რომელშიდაც შეწვით ბურთულები. ხახვს დაამატეთ ნიორი, ტომატი და წყალი. შემდეგ თქვენი გემოვნების მიხედვით შეაზავეთ მარილით, სანელებლებით და ადუღეთ 2 წუთი. მზა სოუსი დაასხით ხორცის ბურთულებს. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი.
გემრიელი ბურთულები შეგიძლიათ მიირთვათ თქვენთვის სასურველ გარნირთან ან ბოსტნეულთან ერთად.