როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილის კომპრესი, რათ მოვიშოროთ ზედმეტი ლორწო სასუნთქი სისტემიდან

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლიც სწრაფად მოგიხსნით ხველას და გაგათავისუფლებთ ნახველისგან. შემოთავაზებულ მეთოდს არ ახასიათებს  გვერდითი მოვლენები, მაგრამ ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, განსაკუთრებით კი მგრძნობიარე კანის მქონე ბავშვებისთვის.

სამკურნალო საშუალების ძირითადი იგრედიენტი ჯანჯაფილია, რომელიც  ფილტვებიდან გამოდევნის ლორწოს.

გამუდმებულმა ხველამ მოსვენება დაგიკარგათ, არ გაძლევთ დაძინების საშუალებას. მცირეწლოვან ბავშვებში, რომელთა იმუნური სისტემა არ არის საკმაოდ ძლიერი ქრონიკული ხველა შეიძლება უფრო სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს.

ქრონიკული ხველის სამკურნალოდ ექიმები ნიშნავენ სიროფს, რომლის ხანგრძლივად გამოყენებას შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენები.

ორი იგრედიენტი: დექსტრომეტორფანი და კოდეინი, რომლებიც შედის ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებში,  იწვევს  თავის ტკივილს, უძილობას ან შაკიკს. ამიტომ გირჩევთ, რომ ქიმიური საშუალებების ნაცვლად გამოიყენოთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებები.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხველის საწინააღმდეგო ალტერნატიულ მეთოდს, რომლის მოამზადება საშინაო პირობებში შეგიძლიათ.

  1. თანაბარი რაოდენობით აიღეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი ფქვილი, დაახლოებით თითო ჩაის კოვზი და 1 ს. კ. გახეხილი ჯანჯაფილი და კარგად აურიეთ.
  2. მიღებული მასა დაიტანეთ  ქსოვილზე და სიგრძეზე წაუსვით. შემდეგ ქსოვილი დაიფინეთ მკერდზე ან ზურგზე და დაიმაგრეთ ლეიკოპლასტირით.
  3. უფროსებს შეუძლიათ საშუალება დაიყოვნონ მთელი ღამით. გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდმა შეიძლება ჭარბფლიანობა გამოიწვიოს. ხოლო ბავშვებს საფენი დაადეთ დაძინებამდე და გაუჩერეთ სამი საათი.

ჯანჯაფილი და თაფლი უკვე ათასწლეულებია რაც სამკურნალოდ გამოიყენება. ეს ორი ბუნებრივი პროდუქტი ხველის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებებია.

ყურადღებით იყავით, არ დაგავიწყდეთ, რომ თაფლი ალერგიული პროდუქტია.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, ჩაიტარეთ მოცემული მეთოდის მიხედვით პროცედურები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაქვთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.