ყველა ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სხეულს შეუფერებელ დროს უღალატია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ისეთ სასარგებლო ხრიკებს, რომელიც სხეულის უკეთ გაკონტროლებაში დაგეხმარებათ:
14. თავის ტკივილების გასაქრობად
შეუშვირეთ ხელები ცივ წყალს რამდენიმე წუთით. შემდეგ გაიხეხეთ ხელის კანი მშრალი პირსახოცით წვის შეგრძნების გასაჩენად. ამას ცივი თერაპია ეწოდება. ტემპერატურის ცვლით გამოწვეული სტრესი სისხლის მიმოქცევას ზრდის და ამით თავის ტკივილებს შეამსუბუქებთ.
13. ძილის სურვილს გასაქრობად
შეიკავეთ სუნთქვა რაც შეიძლება დიდი ხნით და შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ. ეს თქვენი გულის რიტმს გაზრდის და გამოგაფხიზლებთ.
12. დაცემინებისგან თავის შეკავება
დაცემინების შესაკავებლად დააჭირეთ თითები ცხვირის ზედა ნაწილს და დაიზილეთ ეს მონაკვეთი ან ჩამოქაჩეთ დაბლა.
11. გულისრევის შეგრძნების გასაქრობად
დააწექით ხელის გულის შიდა მხარეს, მკლავიდან 2-3 სანტიმეტრის დაშორებით და ასე გააქრობთ გულისრევის შეგრძნებას.
10. სიცილის შეკავება
სიცილის შესაკავებლად უჩქმიტეთ თქვენს ხელს ან უკბინეთ საკუთარ ენას.
9. სლოკინის შესაწყვეტად
ამ პრობლემის გასაქრობად საუკეთესო საშუალება სუნთქვის შეკავებაა რაც შეიძლება დიდი ხნით.
8. გულძმარვის გასაქრობად
ზოგჯერ გულძმარვის პრობლემა გვიჩნდება მარჯვენა მხარეს გადაბრუნებულ მდგომარეობაში ძილის გამო. ასეთ დროს სცადეთ მარცხენა მხარეს დაძინება ამ პრობლემის შესამსუბუქებლად.
7. აიმაღლეთ განწყობილება
თუ ცუდ ხასიათზე ხართ, დაიჭირეთ კბილებით ფანქარი. ეს გაააქტიურებს ღიმილის კუნთებს და თქვენს ტვინს მოტყუებით აიძულებთ კარგ ხასიათზე დადგომას.
6. ხვრინვის შესაჩერებლად
ხვრინვის ხშირი მიზეზი ზურგზე წოლაა. დაიძინეთ გვერდით გადაბრუნებით, რადგან ეს თქვენ სუნთქვას გააუმჯობესებს.
5. აკნეს გასაქრობად
აკნეს გაჩენის რისკის შესამცირებლად გადაივლეთ ცივი წყალი შხაპის შემდეგ. ეს კანის ფორებს დახურავს და კანში ბაქტერიების და ჭუჭყის შეღწევისგან დაგიცავთ.
4. კოღოს ნაკბენის ქავილის შესამსუბუქებლად
წაისვით ანტიპერსპირანტი კანზე ქავილის შესამცირებლად.
3. ცრემლების შესაჩერებლად
ტირილის შესაწყვეტად გააღეთ თვალები ფართო და შეინარჩუნეთ ასეთ მდგომარეობაში რაც შეიძლება დიდი ხნით. ეცადეთ აიხედოთ მაღლა თავის მოხრის გარეშე.
2. შეამცირეთ ტკივილი
კვლევებმა აჩვენა, რომ გინება ტკივილის გადალახვაში გეხმარებათ. გამოიყენეთ ეს მეთოდი მაგალითად მაგიდის ფეხზე ფეხის წამოკვრის დროს.
1. ვერტიგოს მოშორება
ჩაიდეთ საჩვენებელი თითი ყურში და ნელა გაქაჩეთ მაღლა, წინ და დაბლა. ეს შიდა წნევას დაარეგულირებს და მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.