ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ტკბილეული არ უყვარს. გამონაკლისს არც თქვენი ოჯახის წევრები წარმოადგენენ. შემოგთავაზებთ უგემრიელესი კანფეტის, ,,ირისკას“, რეცეპტს. მის მოსამზადებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტი და ღუმელთან გატარებული ოცდაათიოდე წუთი გჭირდებათ.
მოამზადეთ თქვენი ხელით საოცარი კანფეტები და გააბედნიერეთ ბავშვები. თქვენ კი მშვიდად იქნებით, რადგან მათ ორგანიზმს ზედმეტი დანამატებისგნ დაიცავთ.
ხელნაკეთი კანფეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 40 გრ
- შაქარი 250 გრ
- არაჟანი (20%-იანი ცხიმიანობის) 250 გრ
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ჩააყარეთ შაქარი, დაამატეთ არაჟანი, აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღებიდან 10 წუთის შემდეგ მასა გახდება შესქელებული რძის მსგავსი. მორევა არ შეწყვიტოთ, თორემ დაგეწვებათ. ადუღებიდან 25 წუთის შემდეგ მასა გასქელდება, დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ.
- თუ გსურთ, თქვენი ,,ირისკა“ პრიალა ყავისფერი იყოს, 10 წამით შეწყვიტეთ მორევა და შემდეგ კვლავ მოურიეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ 4-ჯერ და მიიღებთ თქვენს სასურველ ფერს.
- თქვენი კანფეტები რომ სასურველი კონსისტენციის გამოვიდეს, ცეცხლზე დიდი ხნით არ უნდა გააჩეროთ, თორემ მასა ძალიან გაგისქელდებათ. იმისათვის, რომ შეამოწმოთ მასის მზადყოფნა, აიღეთ პატრა თასი, ჩაასხით ცივი წყალი და ჩააგდეთ მიღებული მასის ნახევარი ჩაის კოვზი და ხელით დაამრგვალეთ. მასა უნდა შეიკრას და იყოს ელესტიური.
- თქვენთის სასურველ ფორმას (შეგიძლიათ ყინულის ფორმებიც გამოიყენოთ) წაუსვით ზეთი და ცხელი მასა სწრაფად გადაიტანეთ, ზედაპირი გაასწორეთ და გააციეთ. შემდეგ რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. შეგიძლიათ მაცივარში შედებამდე სველი დანით დაჭრათ თქვენთვის სასურველ ფორმებად (მაგრამ ფორმიდან არ ამოიღოთ).
მზა მასა ფორმიდან ამოიღეთ და კვადრატებად დაჭერით, შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით შეფუთოთ კიდეც. გემრიელად მიირთვით!