ავტოიმუნური დაავადებები თანამედროვე სამყაროში ძალიან გახშირდა. დროული დიაგნოზის დასმის გარეშე მათ შეუძლიათ ძალიან სერიოზული პრობლემების გამოწვევა. სწორედ ამიტომ მათი სიმპტომების დროულად ამოცნობა თქვენ ცხოვრების ჯანსაღი სტილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ნახეთ როგორაა შესაძლებელი ამის მოხერხება:
10. მუცლის ტკივილი და მონელების პრობლემები
ავტოიმუნური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმპტომი მუცლის ტკივილი და დიარეაა. თუკი ეს სიმპტომები ერთდროულად გაწუხებთ, მაშინ სჯობს სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს დიაგნოზის დასასმელად.
9. ანთება
ავტოიმუნური დაავადებების მიერ გამოწვეული ანთებები თვალისთვის უხილავია, რადგან იგი ორგანიზმის შიგნით მიმდინარეობს. თუმცა, მსგავსი პროცესების ამოცნობა შესაძლებელია ისეთი ნიშნებით, როგორიცაა კისრის გასიება. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
8. ხანგრძლივი ან ქრონიკული სიცხე
უამრავი ავტოიმუნური დაავადების საწყისი ეტაპია ვირუსის მიერ თქვენს ორგანიზმზე თავდასხმა, რასაც თქვენი სხეული სიცხის აწევით პასუხობს.
7. დაღლილობა
ავტოიმუნური დაავადების ქონის დროს რაც უფრო ცუდად ხდებით, მით უფრო გადაღლილად გრძნობთ თავს. თუკი მთელი დღის განმავლობაში დაძინების სურვილი გაწუხებთ და დილით ძალიან რთულად იღვიძებთ, მაშინ ეს სწორედ ავტოიმუნური დაავადების სიმპტომია. ქრონიკული დაღლილობა ავტოიმუნური ჰეპატიტის, ჰაშიმოტოს დაავადების და მუცლის ანთების სინდრომის ცნობილი სიმპტომია.
6. ჯირკვლების გასიება
რეუმატოიდული ართრიტი ჯირკვლების გასიების მთავარ მიზეზად ითვლება. ეს სიმპტომი ვლინდება მაშინ, როდესაც ეს დაავადება უკვე დიდი ხანია რაც თქვენს ორგანიზმს აწუხებს. მსგავსი ნიშნით თავის გამოჩენა შეუზლია ასევე ლუპუსსაც.
5. კანის ქავილი და გამონაყარი
მსგავს სიმპტომებს ალერგიებთან ერთად ორგანიზმის იმუნური სისტემის ცუდად მუშაობაც იწვევს. ასეთი სიმპტომებით გამოირჩევა ჰაშიმოტოს დაავადება, ფსორიაზი, პირველი ტიპის დიაბეტი და კიდევ უამრავი ავტოიმუნური დაავადება.
4. ჩხვლეტის შეგრძნება
თუკი ფეხის არეში ჩხვლეტას იგრძნობთ, მაშინ ექიმის მონახულება ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება. ეს შეიძლება ძალიან სერიოზული ავტოიმუნური დაავადების სიმპტომი იყოს, რომელსაც როგორც წესი თან ახლავს გულისცემის აჩქარება და სუნთქვის პრობლემები.
3. წონის ცვლილება
თუკი მოულოდნელად მოიმატებთ წონას ან ზედმეტად გახდებით, ეს იმუნური სისტემის მიერ მეტაბოლიზმის პროცესების გათიშვის ნიშანია. ასეთ სიმპტომთან უამრავი ავტოიმუნური დაავადებაა დაკავშირებული.
2. კანის ფერის ცვლილება
თუკი ერთ დღესაც გაიღვიძებთ და თქვენი კანი და თვალების ფერი უფრო ყვითელი დაგხვდებათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. ეს ავტოიმუნური ჰეპატიტის სიმპტომი გახლავთ. კანზე გაჩენილი თეთრი მონაკვეთები ვიტილიგოს ნიშანია.
1. ალერგიები საჭმელზე
საჭმლის ალერგიები ავტოიმუნური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმპტომია. ალერგიებმა ქავილის და გამონაყარის გარდა შეიძლება ორგანიზმში სითხის დაგროვებით და მუცლის მომნელებელი პროცესების არევით იჩინონ თავი. ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.