ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში სჭირდებათ მათი სიბრძნის კბილი ნორმალურად დასაღეჭად. ისინი იზრდებიან 12 წლიდან 25 წლამდე და ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი ექიმი მათ ამოღებას გვირჩევს. არის თუ არ ეს საჭირო? ამის გადასაწყვეტად ყველაზე საჭირო ფაქტების წაკითხვა სიბრძნის კბილის შესახებ ნამდვილად დაგეხმარებათ:
როდის არაა საჭირო სიბრძნის კბილის ამოღება?
როდესაც ისინი ჯანსაღია და მის ირგვლივ ანთება არ გაქვთ
როცა კბილი ბოლომდე ამოსულია
როდესაც სწორ პოზიციაშია ამოსული და გვერდითა კბილებს ხელს არ უშლის
ისინი მარტივი გასაწმენდია დღიურად
როდისაა საჭირო სიბრძნის კბილის ამოღება?
როდესაც კბილი მოქცეულია ღრძილების ზედაპირის ქვეშ მაგრამ ვერ ამოდის ბოლომდე. ასეთ დროს მათ შეიძლება კისტას ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი და მოსაზღვრე კბილების ფესვები გაანადგურონ.
როდესაც კბილის მხოლოდ ნაწილია ამოსული ზედაპირზე და მისი ბოლომდე გაწმენდა ყოველდღიურად შეუძლებელია. ამან შესაძლოა უამრავი ბაქტერიული დაავადების გაჩენა გამოიწვიოს.
როდესაც საკმარისი ადგილი არ არის მის ამოსასვლელად, მეზობელი კბილების ზედმეტად მჭიდროდა ამოსვლის გამო.
თუკი ტკივილს გრძნობთ სიბრძნის კბილის არეში.
თუ კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილები ხშირად ავადდება ინფექციებით
სიმსივნის ჩამოყალიბების შემთხვევაში
ღრძილების ანთების შემთხვევაში
სიბრძნის კბილის დატოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი რეგულარულად სტუმრობთ სტომატოლოგს და მის მდგომარეობას აკონტროლებთ. ასეთ დროს მარტივად შეგიძლიათ წინასწარ გაიგოთ, უშლის თუ არა მისი ამოსვლის პროცესი სხვა კბილების ჯანმრთელობას ხელს და ასეთ შემთხვევაში წინასწარი ოპერაციის გაკეთებაც შესაძლებელია. ამის გაკეთებას სტომატოლოგები 25 წლამდე გვირჩევენ, რადგან 25 წლის ასაკში ყველა ქსოვილი საბოლოოდ ფორმირდება და კბილები უფრო ძნელად ამოსაღები ხდება. ასევე უფრო ნელა იკურნება ქსოვილებიც მათ ირგვლივ.