5 საშინაო, ნატურალური საშუალება, რომელიც მსხვილი ნაწლავიდან კილოგრამობით ტოქსინებსა და წიდებს გამოდევნის

მსხვილი ნაწლავის გაწმენდაზე რეგულარულად ზრუნვა აუცილებელი წინაპირობაა კარგი ჯანმრთელობისთვის. დაგროვებული კილოგრამებით ტოქსინებისა და წიდების გამოდევნის შედეგად, ჩვენი ორგანიზმი გაცილებით უკეთ ითვისებს სასარგებლო მკვებავ ნივთიერებებს, უმჯობესდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა, რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა და ა.შ.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ნატურალურ საშუალებას მსხვილი ნაწლავის დეტოქსიკაციისთვის. თითოეული მათგანი გაგიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას, გაგიწმენდთ სხეულს, დაგიჩქარებთ მეტაბოლიზმს და შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში.

აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსხვილი ნაწლავის დეტოკსიკაციით არაერთი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკაა შესაძლებელი.

ნატურალური სასმელი №1 

ინგრედიენტები:

  • 1 ფორთოხალი
  • 1 მუჭა ისპანახი
  • 1 სტაფილო
  • 1 მსხალი
  • 1 ჩაის ჭიქა წყალი

ინსტრუქცია: 

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ მიირთვით ახლადმომზადებული სასმელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ნატურალური სასმელი №2

ინგრედიენტები: 

  • 2 ს.კ. ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
  • 1 ფორთოხალი
  • ნახევარი ვაშლი
  • ნიახურის 3 ღერო
  • პიტნის 5-7 ფოთოლი

ინსტრქუცია:

ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ბლენდერში და ვურევთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიირთვით ახლადმომზადებული სასმელი კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ დღის ნებისმიერ მონაკვეთში (უმჯობესია უზმოზე).

ნატურალური სასმელი №3

ინგრედიენტები:

  • ალოეს 2 საშუალო ზომის ფოთლისგან გამოწურული წვენი
  • 1/3 ლიმონის წვენი
  • 1 ლიტრი წყალი
  • 5 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია:

ალოეს 2 ფოთოლს კარგად ამოაცალეთ შიგთავსი (გელისებრი მასა) და კარგად ათქვიფეთ ბლენდერში. დაუმატეთ ლიმონის წვენი, წყალი, თაფლი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით ის ყოველ დილას 1 ჩაის ჭიქის ოდენობით ნარევის სრულ ამოწურვამდე.

სელის თესლი

ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი სელის თესლი და ბლენდერის გამოყენებით კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა დაყოვნეთ სულ რამდენიმე წუთით და მიირთვით საუზმობამდე 30 წუთით ადრე. იგივე სასმელი უნდა მიიღოთ ვახშმობიდან 2 საათის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – 3-დან 5 დღემდე.

ჯანჯაფილის წვენი

ჯანჯაფილი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური საშუალებაა, რომელიც ნაწლავების გაწმენდაში გვიწყობს ხელს. უბრალოდ ჩაამატეთ მისი ახლადგამოწურული წვენი წყალში, სხვადასხვა ნატურალურ სასმელებში და სალათებში.

თითოეული ეს საშუალება ძალზედ ეფექტურია ნაწლავების ტოქსინებისგან და წიდებისგან გასაწმენდად, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დასარეგულირებლად, ორგანიზმის გასაძლიერებლად და ცხიმოვანი ფენების წვის პროცესის დასაჩქარებლად.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ინფორმაციით დაგეხმარებით. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!