9 ფაქტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, რომელზეც ცხვირიდან გამონადენის ფერი მეტყველებს.

ცხვირიდან გამოსული სითხის ფორმის, წებოვნობის დონის და ფერის მიხედვით მარტივად შეგიძლიათ იმის გარკვევა, თუ რა პრობლემები აწუხებს თქვენს ჯანმრთელობას. ნახეთ როგორ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს დიაგნოზი ექიმის ნახვის გარეშე:

9. სუფთა და თხელი

თუ თქვენი ცხვირის ლორწო ძალიან თხევადი და სუფთაა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჯანმრთელი ხართ. ასეთი სახის ლორწო ცხვირს მტვრისგან ასუფთავებს.

8. სუფთა და სქელი

ასეთი სახის ლორწო ქრონიკული ალერგიის ნიშანი შეიძლება იყოს. ის ჭედავს თქვენს ცხვირს და ნესტოების ქსოვილების გასიებაც შეიძლება გამოიწვიოს.

7. თეთრი

ასეთი ლორწო გაციების დროს ჩნდება – თეთრ ფერს ტენიანობის დაკარგვის გამო იღებს თქვენი ცხვირის შიგნით.

6. ყვითელი

ყვითელი ლორწოს შემჩნევისას ბევრი სითხე უნდა მიიღოთ და უნდა დაისვენოთ. ყვითელ ფერს ლორწოს ვირუსთან მებრძოლი სისხლის მკვდარი თეთრი უჯრედები აძლევენ. ეს ფერი ნიშნავს, რომ თქვენ გაციებული ხართ.

5. მწვანე

მწვანე ლორწო იმის მანეშნებელია, რომ ორგანიზმი გაციების დროს იდეალურად ებრძვის ინფექციას. თუ ეს სიმპტომი 10 დღეზე მეტი ხანი გასტანს, მაშინ ეს შეიძლება ბაქტერიული ინფექცია იყოს და ამიტომ ექიმს უნდა მიმართოთ.

4. ვარდისფერი ან წითელი

ვარდისფერი ან წითელი ფერის შენიშვნა ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცხვირი გატეხილია ან მას ზედმეტად უხეშად იხოცავდით. ნებისმიერ შემთხვევაში თუ სისხლდენა ნახევარ საათში არ შეწყდება ან ზედმეტად მოიმატებს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

3. ყავისფერი

ყავისფერი ლორწო მაშინ ჩნდება, როდესაც თქვენ სისტემაში არსებული ძველი სისხლი ხმება ან მტვერს შეისუნთქავთ. ასეთ დროს ცხვირის სპრეით გაწმენდა საუკეთესო გამოსავალია.

2. თითქმის შავი

თუ მარიხუანას ან სიგარეტს არ ეწევით, მოშავო ლორწოს ქონა სოკოვანი ინფექციის არსებობაზე მიუთითებს.

1. უფერული და წებოვანი ლორწო

ასეთი ლორწო ქრონიკული სინუსიტის ნიშანია. ნესტოების და ყელის შეუჩერებელი შეშუპვა ზედმეტი ლორწოს წარმოქმნას იწვევს, რაც მას ასეთ ფორმას აძლევს. თუ ასეთ დროს ანტიბიოტიკები მსგავს პრობლემას არ გაგიქრობთ, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს.