დაფქული ბრინჯი და ნიგოზი ნაოჭების წინააღმდეგ. ასე ვებრძვი ნაადრევ სიბერეს სახლის პირობებში

1325

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი სახის კანს ნელ-ნელა ასაკი შეეპარა, ნუ მოიწყენთ, არ შეუშინდეთ ასაკს, გამოიყენეთ საშინაო პირობებში მომზადებული უძლიერესი საშუალებები და კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა.

ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც სტატიაში შემოგთვაზებთ აღებულია ხალხური მედიცინიდან. იგი უმარტივესი მოსამზადებელია. მის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი დადებითად მოქმედებს კანზე. თუ შემოთავაზებულ საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ შეძლებთ კანის იდელური მდგომარეობის შენარჩუნებას, ნაოჭებისგან გათავისუფლებას. ხალხური საშუალებები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ისინი და გაიჯერეთ ორგანიზმი უამრავი სასარგებლო ნივთიერებით.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • დაფქვილი ბრინჯი 1 ჩ. კ.
  • რძე ან ნაღები
  • შვრიის ფანტელები დაფქვილი 1 ჩ. კ.
  •  ნიგოზი გატარებული 1 ჩ. კ.
  • მწიფე ბანანის მესამედი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ბანანი დაჭყლიტეთ რძესთან ან ნაღებთან ერთად. შემდეგ დაამატეთ დაფქვილი ბრინჯი, ნიგოზი და კარგად აურიეთ და მიიღებთ ფაფისებურ მასას.
  2. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და კარგად შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.

ნიღაბის ყველა ინგრედიენტის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმზე განსხვავებულ გავლენას ახდენს. მაგალითად, ბრინჯს შეუძლია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა და კანის გაახალგაზრდავება. შვრისს ფანტელები  კანს ატენიანებს და კვებავს სასრგებლო ნივთიერებებით. ნიგოზი კი ებრძვის კანის მკვდარ უჯრედებს.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება, გამოიყენეთ რეგულარულად და რამდენიმე კვირის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიიღებთ.