შავი წერტილები სახის კანზე – საკმაოდ გავრცელებული კოსმეტიკური პრობლემა, რომლიც უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის. ადამიანების უმრავლესობა უშედეგოდ ეძებს ეფექტურ მეთოდს, რომელიც პრობლემას ხანმოკლე დროში გაუმკლავდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გამოცდილ, მრავალჯერ შემოწმებულ საშუალებას, რომლის ეფექტურობაც ეჭვგარეშეა. ამ საშუალების დახმარებით შესაძლებელია კანის ფორების არა მხოლოდ ღრმა წმენდა და შავი წერტილების მთლიანად მოშორება, არამედ კანის გაახალგაზრდავებაც კი. უბრალოდ მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ.
შავი წერტილების საწინააღმდეგო ეს საშუალება შედგება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან და ის საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს. მისი დახმარებით შეძლებთ ფორების გაწმენდას დაგროვებული ჭუჭყისგან და არასასურველი თმის ზრდის პროცესის შენელებას რამდენჯერმე. გასაოცარია, არა?
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 კვერცხი;
- ქაღალდის ხელსახოცები.
ინსტრუქცია:
- განაცალკევეთ გული და ცილა ერთმანეთისგან. მოცემული პროცედურისთვის თქვენ მხოლოდ კვერცხის ცილა დაგჭირდებათ.
- კარგად დაიბანეთ სახე და დაიმუშავეთ კანი თბილ წყალში დასველებული პირსახოცით, რათა გაფართოვდეს ფორები. ახლა კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით წაისვით ცილა სახის კანზე თხელ ფენებად.
- დაიფინეთ ზემოდან ქაღალდის ხელსახოცები.
- ხელსახოცების ზემოდან დაიტანეთ კვერცხის ცილის კიდევ ერთი თხელი ფენა.
- დაიტოვეთ ნიღაბი სამოქმედოდ 40 წუთით. თქვენ დაგეუფლებათ შეგრძნება, თუ როგორ იჭიმება სახის კანი, რაც სავსებით ნორმალურია. მოცემული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ნიღაბი სახეზე კარგად შეგაშრებათ, მოიშორეთ ხელსახოცები მიმართულებით ქვემოდან ზემოთ. პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
სასიამოვნო შედეგი უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თვალსაჩინოა. როდესაც ნიღაბს მოიხსნით, თავად იხილავთ, თუ რა რაოდენობით ჭუჭყი და სიბინძურე იყო დაგროვებული კანის ფორებში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ და მოცემული პრობლემა აღარასდროს შეგაწუხებთ, ხოლო თქვენი კანი მუდამ მბზინვარე და მიმზიდველი იქნება.