გადადგით 4 მარტივი ნაბიჯი, რათა ფეხისგულების კანი გლუვი და ნაზი იყოს

ფეხების კანს ყოველდღიური მზრუნველობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანი შრება, უხეშდება, მაგრდება და ჩნდება ნახეთქები. იმისათვის, რომ ფეხების კანს შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ მასზე.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ კანის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მოიშორეთ ქუსლებზე ნახეთქები, გაუხეშებული კანი, უზრუნველყავით კანის დატენიანება, გამოკვება და ა.შ.

ნაბიჯი №1 – დამატენიანებელი მალამო

ფეხების კანს სჭირდება კვება და დატენიანება, ამიტომ მუდმივად გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებელი მალამოები, ალოე ვერას გელი, გლიცერინი, ვაზელინი, ზეითუნის ზეთი და ა.შ.

ნაბიჯი №2 – ნიღაბი

შეგიძლიათ გამოიყენოთ კომერციული ნიღბები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბევრად ეფექტური და უსაფრთხოა ხელნაკეთი საშუალებები. შემოგთავზაებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ერთ-ერთი საუკეთესო ნიღაბის რეცეპტს.

კიტრი გახეხეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი, ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და შეიზილეთ ტერფებზე, განსაკუთრებით ქუსლებზე. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. კიტრის ნაცვლად შეგიძლიათ ავოკადო გამოიყენოთ, რადგან იგი საუკეთესო მკვებავი საშუალებაა.

ნაბიჯი №3 – პემზა

როდესაც საქმე ეხება ქუსლების გაწმენდას, პემზა თქვენი საუკეთესო მოკავშირეა. გამოიყენეთ პემზა კვირაში ერთხელ. ის მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და შეაფერხებს ნახეთქების წარმოქმნას.

პემზა გამოიყენეთ სველ და გასაპნულ ქუსლებზე. თუ კანი ძალიან გამომშრალი გაქვთ, მაშინ 10 წუთით დააყოვნეთ ფეხები თბილ სოდიან წყალში, რაც გაგიადვილებთ გაწმენდას

ნაბიჯი №4 – უნებრივი საშუალება

ერთ-ერთი სუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ლიმონის აბაზანა ფეხებისთვის. აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები. ლიმონის წვენი და ცოტა შაქარი აურიეთ თბილ წყალში. მომზადებულ ნარევში 10 -20 წუთი ჩაყავით ფეხები. ღრმა აქერცვლისთვის გამოიყენეთ პემზა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ, რომ მუდამ წესრიგში გქონდეთ ფეხების კანი, განსაკუთრებით ქუსლები.