8 ყოველდღიური აქტივობა, რომლის არასწორად შესრულებამაც შეიძლება ხერხემლის დაზიანება გამოიწვიოს.

0
1139

ხერხემალი მთელი სხეულის ფუნქციონირებაზე აგებს პასუხს, რის გამოც მისი მოვლა აუცილებელია ნებისმიერ ასაკში. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ ყოველდღიურ აქტივობებს, რომლითაც შეიძლება ხერხემალი დაიზიანოთ:

კბილების გახეხვა

დგომისას ხერხემალზე ზეწოლა უფრო დიდია ვიდრე ხანგრძლივი სეირნობისას. ამიტომ სჯობს კბილების გახეხვისას დაეყრდნოთ კედელს ან პირსაბანს თავისუფალი ხელით.

ჭურჭლის რეცხვა

ამ აქტივობის დროს კარგი იქნება თუ მუხლის ქვეშ სკამს დაიდგავთ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში წელში მოხრა და ხელების დაჭიმვა ხერხემლის დისკების დაზიანებას იწვევს.

მანქანის საბურავის შეცვლა

ნუ დაიხრებით ამ აქტივობისას. დაჯექით ძირს ისე, რომ თქვენი თვალები საბურავის დონეზე მოექცეს.

სუპერმარკეტიდან ჩანთების წამოღება

გადაანაწილეთ პროდუქტების წონა თანაბრად ორ პარკში, რათა ორივე ხელით ტარებისას შეამციროთ ზურგზე ზეწოლა.

იატაკის გაწმენდა

ეს აქტივობა ძალიან ღლის ხერხემალს, ფეხებს და სხვა სახსრებსაც. ამიტომ სჯობს ხელით გაწმენდის ნაცვლად იხმაროთ გრძელი ჯოხი.

თასმების შეკვრა

მოხრილ მდგომარეობაში ჩვენი ხერხემლის დისკებზე ზეწოლის შედეგად მნიშვნელოვანი სითხეები ტოვებენ ხერხემალს. ამის გამო რამდენიმე არეში შეიძლება ვიგრძნოთ ტკივილი. ამიტომ რეკომენდირებულია სკამზე დაჯდომით და ფეხის აწევით შევიკრათ თასმები, ძირს დახრის მაგივრად.

ზურგჩანთის ტარება

ჩანთაში ხშირად ბევრ სხვადასხვანაირ ნივთს ვდებთ და მათ წონას არასწორად ვანაწილებთ. სწორედ ამიტომ აქვთ ჩანთებს ორი სახელური. გადაიკიდეთ ისინი ერთი მხრის ნაცვლად ორივეზე და ასევე აარჩიეთ ფართო სახელურებიანი ჩანთები, რადგან ისინი კისერზე და ხერხემალზე ზეწოლას ამცირებენ.

სიმაღლიდან მძიმე ნივთების ჩამოღება

ზემოთ აწევისას თქვენი ხერხემალი იწელება და ასეთ მომენტში მათზე ჩემოდნის ან რამე დიდი ნივთის წონის დაწოლა ბუშტზე აგურის დაცემის ეფექტს გავს. ამიტომ თუკი ზემოდან რაიმე ნივთის ჩამოღებას აპირებთ, გამოიყენეთ სკამი წნევის დისტანციის შესამცირებლად. იდეალურ შემთხვევაში წონა თქვენი მკერდის სიმაღლეზე უნდა იყოს განთავსებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here