ნაკლებად ცნობილი დაავადებები, რომელიც ყველა ოფისის თანამშრომლის ჯანმრთელობას ემუქრება.

ზოგს ოფისში მუშაობა ყველაზე უსაფრთხო პროცესი გონია, თუმცა ექიმები საპირისპირო მოსაზრებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ სერიოზულ ასპექტის შესახებ, რომელიც ოფისში მომუშავე ადამიანებს უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს. ამ ტესტის საშუალებით თქვენ გაიგებთ, გაქვთ თუ არა ნერვიულობის მიზეზი:

ე.წ მკვდარი საჯდომის სინდრომი იმ ადამიანებს ემართებათ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ზის ერთ ადგილზე. ასეთი რუტინის შედეგად საჯდომის კუნთებს ავიწყდებათ მუშაობა და ატროფიას იწყებენ, რის დროსაც მთელ ზეწოლას სხეულის სხვა ნაწილებზე ანაწილებენ.

ასეთ დროს კუნთის მასა მცირდება და ტკივილი იწყება წელის, მუხლების და მენჯის არეში. ადამიანის სხეული კომპლექსური სისტემაა, რომელიც ძალიან ზიანდება ერთი ნაწილის გაფუჭების შემთხვევაში. საჯდომის კუნთები მოძრაობისას ზეწოლის შემაკავებელი ხიდის როლს ასრულებენ, რის გამოც მათი პრობლემის დროს ზეწოლა არათანაბრად ნაწილდება და ამან სერიოზული ტრამვები შეიძლება გამოიწვიოს.

გააკეთეთ ეს ტესტი იმის გასაგებად, გაწუხებთ თუ არა ეს პრობლემა. აწიეთ და გამართეთ ფეხი. თუ ფეხის მენჯი არ დაგეჭიმებათ, ესეიგი თქვენი საჯდომის კუნთები შესუსტებულია.

ასეთი რუტინული ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებმა ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ:

  • ადექით სკამიდან რეგულარულად, გაახურეთ ფეხები და ცოტახანი დადექით ფეხზე.
  • ადით და ჩადით კიბეებით მინიმუმ რამდენიმე სართულზე.
  • გააკეთეთ საჯდომის კუნთების გამააქტიურებელი ვარჯიშები, მაგალითად ჩაჯდომები და ფეხის გაჭიმვები.
  • მიიღეთ კიბორჩალის პოზა საჯდომის კუნთების დასაჭიმად.
  • მონაცვლეობით აწიეთ ფეხები ჰაერში მაგიდის ქვეშ.
  • იყიდეთ სავარჯიშო ბურთი და დაჯექით მასზე სკამის მაგივრად.