მეტალის სახეხის არამიზნობრივად გამოყენების 9 ხერხი. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი სასარგებლო თუ იყო

0
1933

გაჭუჭყიანებული და ძველი მეტალის სახეხის კი გამოსადეგარია ჩვენს მიერ მოყვანილ შემთხვევებში. დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ გამოვიყენოთ არამიზნობრივად ეს ნივთი, რომელსაც ნებისმიერ სამზარეულოში აღმოაჩენთ.

მეტალის სახეხის არამიზნობრივად გამოყენება

1. ასეთი სახეხი დაგეხმარებათ მაკრატლის გალესვაში, უბრალოდ გაჭერით რამდენიმე ნაწილად.

2. შინაური ცხოველების სააბაზანოში დაბანისას, წყალსადენში ბალანი რომ არ დაგროვდეს, წინასწარ ჩადეთ მეტალის სახეხი წყალსადენში. ის ერთგვარი ფილტრის როლს შეასრულებს.

3. ზედაპირის გაპრიალება – მარტივი ამოცანაა სახეხისთვის. მას თავისუფლად გამოიყენებთ ძველი საღებავის მოსაცილებლად ან შპაკლის შემდეგ.

4. მეტალის სახეხი გაწმინდავს ჟანგისგან ბოლტებს და სხვა რთული ფორმის მქონე ნივთებს. ჩაალბეთ სახეხი მანქანის ზეთში, შემდეგ მოუსვით ინსტრუმენტებს.

5. ავტომობილის დისკები ახალივით გაიბრწყინებს, თუ მათ ფრთხილად მოუსვამთ მეტალის სახეხს, რომელიც რთულად მისაღწევ ადგილებსაც შესანიშნავად გააპრიალებს.

6. თუ გსურთ სააგარაკე ავეჯზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ, გაჭერით სახეხი რამდენიმე ნაწილად, დაასხით 3 ჭიქა ძმარი, დააფარეთ სახურავი და დატოვეთ 24 საათით. მეტალი ძმარში გაიხსნება, მიღებული ხსნარით კი ხის ავეჯს დაძველების ეფექტს შესძენთ – წაუსვით ზედაპირს და გააშრეთ.

7. თუ კედლებში მღრღნელების მიერ გაკეთებული ღრიჭო აღმოაჩინეთ, ამოავსეთ იგი მეტალის სახეხით.

8. სახეხი შესანიშნავად თლის ახალ კარტოფილს და სტაფილოს.

9. სპორტული ფეხსაცმლის გაშავებული ლანჩი პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ხელთ მეტალის სახეხი გაქვთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here