კანის 15 წუთიანი საშინაო ნიღბები ყველაზე ღრმა ნაოჭებსა და მუქ ლაქებსაც კი ნაკლებად შესამჩნევს გახდის

1766

გაიკეთეთ გამაახალგაზრდავებელი ნიღბები კვირაში 2-3-ჯერ და იზრუნეთ თქვენს სილმაზეზე.

ძვარფასო ქალბატონებო, ნუ შეუშინდებით სახეზე გაჩენილ წვრილსა თუ ღრმა ნაოჭებს, რადგან არსებობს ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული, საშინაო პირობებში მარტივად მოსამზადებელი საშუალებები.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი ვარიანტი.

1. შვრიის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 3-4 ს. კ.
  • ცოტა რძე ან ნაღები

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. შვრიის ფანტელებს დაასხით ცხელი რძე ან ნაღები.
  2. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და კარგად შეიზილეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი დაგირბილებთ გამომშრალ და გაუხეშებულ სახის კანს.

2. კეფირის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • მაღალი ცხიმიანობის შემცველი კეფირი 100-200 გრ

გამოყენების წესი:

15-20 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე შეიზილეთ თქვენ მიერ არჩეული კეფირი, შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ნიღაბის იგრედიენტად აირჩევთ არაჟანს ან ნაღებს, სახეზე მხოლოდ ერთხელ შეიზილეთ მასის სქელი ფენა და 10-15 წუთის შემდეგ  თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ხაჭოს ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • ხაჭო 2 ს. კ.
  • სტაფილოს წვენი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და სქელ ფენად დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ნიღაბი 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. თაფლის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 2 ს. კ.
  • შვრიის ფანტელი 1 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

იგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, დაიყოვნეთ 15-20 წუთი შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ ალერგიული ხართ ამ ნიღაბს ნუ გამოიყენებთ, რადგან  ერთ-ერთი იგრედიენტი თაფლია.

5. ბანანის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბანანი 1 ცალი (საშუალო)
  • მკვებავი მალამო 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ბანანი დაჭყლიტეთ, დაამატეთ მოცემული იგრედიენტები და სახეზე შეიზილეთ. 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების ნაცვლად გამოიყენეთ ბალახების ნაყენი და კიდევ დიდი ხნით შეუნარჩუნეთ კანს ახალგაზრდული იერი.
  3. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ გვირილის, პიტნის,  ცაცხვის, ასკილისა და ვარდის ფურცლების ნაყენი.
  4. ცხიმიანი კანისთვის დაგჭირდებათ სალბი, გულყვითელა, წიწმატურა, ფარსმანდუკი, ვირისტერფა.
  5. გამოყენების წესი ასეთია. აიღეთ 1 ს. კ. ნებისმიერი აქ მოცემული გამხმარი ბალახის ფხვნილი, დაასხით 100 მლ წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მომზადებული ნაყენით დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ სახე.
  6. შეგიძლიათ მოამზადოთ მრავალიგრედიენტიანი ნიღბებიც.

ნიღაბი N1

ცხიმიანი კანისთვის თანაბარი რაოდენობით აიღეთ ავოკადოს  დაჭყლეტილი რბილობი, კეფირი და ალოეს წვენი. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, მოერიდეთ თვალის გარშემო კანს და დაიტოვეთ 15-20 წუთი.

ნიღაბი N2

თანაბარი რაოდენობით აიღეთ რძე, ახალგამოწურული ფორთოხლისა და ყურძენის წვენი. მომზადებული ნარევი შეიზილეთ სახის კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი N3

მშრალი კანისთვის თანაბარი რაოდენობით აიღეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და დაფქვილი შვრიის ფანტელი. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. წინასწარ გაწმენდილ სახეზე დაიტანეთ მომზადებული მასის სქელი ფენა. დაიტოვეთ 5-10 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ბლოს კი წაისვით დამატენიანებელი მალამო.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.