სილამაზის 4 ხრიკი, რომელიც ვარსკვლავურ სილამაზეს მოგანიჭებთ.

მეცნიერები აქტიურად მუშაობენ სიცოცხლის გახანგრძლივების მეთოდების აღმოჩენაზე. თუმცა, ჩვენ აღმოვაჩინეთ დროის შეჩერების 4 მარტივი მეთოდი. ყოველდღე უფრო ახალგაზრდა იერის მისაღებად ეს ინგრედიენტებია საჭირო:

სახის კანის გაახალგაზრდავება

ამისთვის დაგჭირდებათ კარგად დაფქვილი ყავა და ცხიმის დაბალი შემცველობის რძე. ასევე დაგჭირდებათ კოვზი ნიღაბის წასასმელად, რადგან ყავის ნაწილაკები ფუნჯს მიეკრობა.

მომზადების წესი:

ჩაყარეთ ყავა ჯამში და დაუმატეთ რძე სქელი პასტის მისაღებად. წაისვით ამ ნაზავის ნიღაბი სახეზე თვალების არეზე შეხების გარეშე. დააცადეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ყავის გამაახალგაზრდავებელი შესაძლებლობების წყალობით თქვენი კანი გაჯანსაღდება და სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება.

დაიცავით თავი სახის ნაოჭების გაჩენისგან

ამისთვის უბრალოდ ვაზელინი გჭირდებათ. წაისვით იგი სახეზე და თვალების ქვეს ყოველღამე. აუცილებლად დაიბანეთ ამ პროცედურამდე სახე და წაისვით ვაზელინი სველ სახეზე. დილით თქვენი კანი უფრო რბილი და ელასტიური იქნება.

გაიქრეთ შავი წერტილები იღლიაში ერთ ღამეში

ამისთვის საცხობი სოდა და ვარდის წვენი დაგჭირდებათ. გააკეთეთ მათი შეერთებით სხელი პასტა და წაისვით იღლიაში. ცოტახნის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიმშრალეთ იღლიები.

ლამაზად ჩაცმის ხრიკები:

  • უნაკერო საცვლები
  • დეკოლტის პლასტირი
  • თქვენი სხეულის ტიპის მიხედვით ჩაცმა
  • იგრძენით თავი კომფორტულად თქვენს სამოსში