ფუნთუშები საფუვრის გარეშე მზადდება სწრაფად და მარტივად. მისი არომატი მთელ სამეზობლოში ტრიალებს

0
111

შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი ფუნთუშების რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ამ გემრიელობის სწრაფად და მარტივად მომზადებას.

შეგიძლიათ მოამზადოთ ტკბილი და ვანილიანი ფუნთუშები. გიყვართ ქიშმიში? მაშინ ცომს დაამატეთ ქიშმიში.

შეგიძლიათ ფუნთუშებს მოაფრქვიოთ სეზამის მარცვლები. იქნებ მარიალიანი და მწვანილით შეზავებული ფუნთუშები გიყვართ. ეს უკვე თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების გემოვნებაზე და სურვილზეა  დამოკიდებული.

ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 350 გრ
  • იოგურტი (დანამატების გარეშე) ან კეფირი 300 მლ
  • მარილი ნახევრი ჩ. კ., ხოლო მარილიანი ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ კოვზ-ნახევარი მარილი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ. ან თქვენი სურვილის მიხედვით, ხოლო მარილიანი ფუნთუშების მომზადებისას დაგჭირდებათ 2 ჩ. კ. შაქარი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • ზეთი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ცალკე თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შაქარი.
  2. იოგურტი და ზეთი აურიეთ, ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილიან ნარევს და მოზილეთ ცომი.
  3. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით 8-10 თანაბარ ნაწილად. თითოუელი ნაწილიდან გამოხელეთ ფუნთუშები და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!