8 შინაურული საშუალება, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა.

ხალხური სამკურნალო საშუალებები უამრავი დაავადების წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ. მათ შორის არსებობს ისეთი ეფექტური მეთოდებიც, რომლებიც უკვე წლებია რაც ეფექტურობას ინარჩუნებს და მარტივად დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებასა და სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში.

8. ცივი წყლის გამოვლებაკვლევის დროს ზოგიერთმა ადამიანმა იოდის გამოვლების მეთოდი სცადა, ხოლო ნაწილმა პირში ცივი წყალი გამოივლო. შედეგების მიხედვით გაციების რისკი ცივი წყლის გამომვლებ ადამიანებს სამჯერ უფრო შეუმცირდათ.

7. სპირტი და ძმარი ყურის ინფექციებისთვის

უნდა აურიოთ ერთმანეთში თეთრი ძმარი და სპირტი თანაბარი მოცულობით. ჩაასხით ერთი კოვზი ორივე ყურში და მოიშორეთ დარჩენილი მასა ყურიდან მისი გათბობის შემდეგ.

6. ბოსტნეული კბილების გასათეთრებლად და გასაძლიერებლად

ყველამ იცის, რომ სტაფილოს ჭამა აძლიერებს და ათეთრებს კბილებს. თუმცა, უნდა იცოდეთ რომ კიტრის ჭამაც ასეთივე სასარგებლოა თქვენთვის. ისინი დიდი ოდენობით A და K ვიტამინებს შეიცავენ ანტიოქსიდანტებთან ერთად.

5. ყინულის საფენები შაკიკის დროს

ეს რეცეპტი პირველად 1849 წელს აღწერეს. კისერზე ყინულიანი საფენების დადება მარტივად შეამსუბუქებს შაკიკის ტკივილებს.

4. ნივრის კომპრესები მეჭეჭების მოსაშორებლად

ახალი ნიორი წყლით იდეალური საშუალებაა მეჭეჭების მოსაშორებლად. დაჭერით რამდენიმე ნიორის თავი და დაფარეთ ისინი ადუღებული წყლით. ჩააწეთ ამ ნაზავში ბამბის ნაჭერი და დაიდეთ მისი კომპრესი მეჭეჭებზე.

3. თაფლი ხველების სიროფის ნაცვლად

ხველების მოსაშორებლად შეჭამეთ 2 კოვზი თაფლი დაძინებამდე 30 წუთით ადრე. კვლევების მიხედვით ეს მეთოდი ხველების სიროფების მსგავსად ძალიან ეფექტურია.

2. სოკოს საწინააღმდეგო აბაზანები სოდით და ძმრით

სოდით და ძმრით გაკეთებული აბაზანა იდეალურად განკურნავს ფეხის სოკოს. თუმცა მისი ხმარება არ შეიძლება მაშინ, თუ ფეხზე გახვთ ჭრილობები, ნაკაწრები ან ჩალურჯებები. ასევე უნდა მოერიდოთ მას კარდიოვასკულარული ან ვარიკოზული დაავადებების დროს.

1. ალოე ვერა და ნუშის ზეთი  იარებისთვის

ასეთი შრამების მოსაშორებლად აურიეთ ალოე ვერა და ნუშის ზეთი თანაბარი რაოდენობით და წაისვით იგი კანის პრობლემურ მონაკვეთზე. დაიტოვეთ იგი კანის ზედაპირზე 15 წუთით და შემდეგ მოიშორეთ მისი ნარჩენები. ეს პროცესი დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ გაიმეოროთ.