10 უსარგებლო სილამაზის პროდუქტი, რომელზეც ტყუილად ხარჯავთ ფულს

ქალების უმრავლესობას აბაზანის თაროები უამრავი ტუბითა და სპრეის ბოთლით აქვს სავსე. თუმცა, ამ პროდუქტების უმრავლესობა უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია და რეალურად არაფერ სასარგებლოს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ისეთი პროდუქტების სიას, რომელზეც ფული ტყუილად არ უნდა დახარჯოთ:

10. ტუჩის სახეხი საცხი

მწარმოებლების თქმით ასეთი პროდუქტები ტუჩებს მკვდარი კანის უჯრედებს აცილებს. თუმცა, ჩვენი ტუჩები ისედაც ძალიან ნაზია და მსგავსი საცხების გამოყენებით იგი სერიოზულად შეიძლება დავაზიანოთ.

9. დაბერების საწინააღმდეგო შამპუნი

თუკი არ გსურთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად თქვენი თმა სუსტი და მშრალი გახდეს, მაშინ მიჰყევით ჯანსაღი კვების წესებს და თმის მოვლის ჩვეულებრივ ეტიკეტს. ასეთი სპეციალური შამპონები არაეფექტურია.

8. BB კრემი, CC კრემი, DD კრემი

სამივე სახის კრემი რეალურად ერთნაირ პროდუქტს წარმოადგენს და მისი დანიშნულება მხოლოდ მაკიაჟის ბაზის შექმნაა სახეზე კრემის საშუალებით. ამის ნაცვლად სჯობს თქვენი სახის ტიპისთვის შექმნილი კრემები იხმაროთ.

7. კრემები და ლოსიონები გაწელვის შრამებისთვის

სამწუხაროდ ასეთი პროდუქტები არ მუშაობს. მათ ნაცვლად სჯობს იხმაროთ კანის დამატენიანებელი კრემები და კაკაოს კარაქი.

6. თვალის კრემები

თმის კრემების უმრავლესობა ჩვეულებრივი სახის კანის კრემების იდენტურია. ისინი უბრალოდ უფრო მეტად ატენიანებენ კანს და სასიამოვნო შეგრძნებას გიჩენენ.

5. დაბერების საწინააღმდეგო კრემები

ნაოჭების მოშორება მხოლოდ ოპერაციითაა შესაძლებელი. მსგავსი პროდუქტები მხოლოდ ნაოჭების პრევენციაში და კანის დატენიანებაში გეხმარებიან. ამისთვის დამატენიანებელი კრემის ხმარებაც საკმარისია.

4. ორი-ერთში შამპონები

ექსპერტები გვირჩევენ თმის ძირების შამპონით დაბანას და შემდეგ თმის ბოლოებზე ბალზამის წასმას. ამის მიზეზი ისაა, რომ მსგავსი ორი კომპონენტი ქიმიური კანონების მიხედვით ერთ პროდუქტში ფიზიკურად ვერ მოთავსდება. ამიტომ მსგავსი შამპონები უბრალოდ ჩვეულებრივ შამპონებს წარმოადგენენ.

3. თმის ნიღბები

თუ თქვენ თმის ბალზამებს ხშირად იყენებთ, მაშინ ის თმის ნიღბის თვისებებსაც შეითავსებს და მსგავსი პროდუქტების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.

2. Décolleté-ს ლოსიონები და კრემები

აღნიშნული პროდუქტების შემადგენლობა არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი სხეულის კრემებისგან და მათი დახმარებით ზუსტად იგივე ეფექტების მიღება შეგიძლიათ.

1. თმის საღებავი ბალზამის ეფექტით

თმის საღებავი აგრესიულ შენარევებს შეიცავს, რომელიც აგრესიულ გავლენას ახდენს თმის სტრუქტურაზე. ამიტომ მისი ბალზამის ეფექტი უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია, რადგან თმა ხარისხს მაინც კარგავს მისი გამოყენებისას.