პადზარია სკორდალია ბერძნული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. ესაა ჭარხლისა და ნივრის სალათი. ამასთან, ჭარხალი ღეროებიანად გამოიყენება. ჩვენ ეს იდეა დავამუშავეთ და გადავწყვიტეთ, სადილისთვის არომატული მისაყოლებელი მოგვემზადებინა. ქილაში მომზადებული ჭარხალი დიდხანს ინახება. ამიტომ, მისი გამოყენება შეგიძლიათ სალათებშიც ისე, რომ ჭარხლის მოხარშვა ყოველ ჯერზე აღარ მოგიხდებათ.
ჭარხალი მზადდება ზეითუნის ზეთსა და ძმარში, რამდენიმე დღის მანძილზე. თუ უფრო პიკანტური გემო გიყვართ, დაუმატეთ სანელებლები. ცოტაოდენი წიწაკა ჭარხლის კერძს სიცხარეს მატებს. არომატული ბალახები კი გემოს უფრო საინტერესოს ხდის. ასეთი მარტინადი შეგიძლიათ ხელმეორედ გამოიყენოთ, სალათების შესაზავებლად. მოდით, მოვამზადოთ სასარგებლო ბერძნული კერძი.
ინგრედიენტები:
- 2-3 ც ჭარხალი
- 2 კბილი ნიორი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 50 მლ ღვინის ძმარი
- 1 ჩ.კ. მარილი
მომზადება
1. კარგად გარეცხეთ ჭარხალი. სურვილისამებრ, გამოიყენეთ მისი ღეროებიც. მოხარშეთ მომზადებამდე: ღეროები დაახლოებით 10 წუთით, ხოლო ჭარხალი – 45-60 წუთით უნდა მოხარშოთ. გაფცქვენით, როცა ბოსტნეული გაგრილდება.
2. დაჭერით ჭარხალი 1 სმ სისქის ნაჭრებად. მჭიდროდ ჩაალაგეთ სუფთა მშრალ ქილაში, ფენებს შორის კი დაყარეთ დაქუცმაცებული ნიორი. დატოვეთ პირთამდე 1-2 სმ თავისუფალი.
3. გააზავეთ მარილი 1 ჭიქა წყალში და ჩაასხით ქილის 2/3-ში. დაუმატეთ ძმარი და ზეთი. თუ ადგილი დარჩება, ამოავსეთ ჭარხლით.
4. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში 2-3 საათით.
ჭარხალი მზადაა! იგი მაცივარში რამდენიმე თვის განმავლობაში შეინახება. თუმცა, დიდი ალბათობით, იქ დიდხანს არ დატოვებთ. მირთმევამდე დაუმატეთ ცოტაოდენი ხახვი. ასე კერძი უფრო გემრიელი გახდება.
თქვენ ამზადებთ ჭარხლის მწნილს? როგორ?