ფეხის კუნთები ძალიან რთულად იცვლის ფორმას, თუმცა რთული შეუძლებელს არ ნიშნავს. არსებობს მარტივი და ეფექტური ვარჯიშები, რომლებიც ყოველგვარი ხელსაწყოს გამოყენების გარეშე დაგეხმარებათ ფეხების იდეალური ფორმების მიღებაში. ნახეთ რომელია ყველაზე იდეალური მეთოდი ფეხის კუნთების გასავარჯიშებლად:
1. ხტუნვები გირებით
დაიჭირეთ გირები გვერდებზე და დადგით ერთი ფეხი წინ ლაუნჯის პოზიციაში. ახტით და შეანაცვლეთ ფეხების პოზიცია.
2. ფეხების აწევა
დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და აწიეთ ქუსლები, შემდეგ კი ისევ დაწიეთ დაბლა. შეგიძლიათ გამოიყენოთ გირები ეფექტის გასაზრდელად. ამ მოქმედების დროს არ მოხაროთ წელი.
3. კიბეებზე სირბილი
ამის გაკეთება ყველგან შეგიძლიათ. შეასრულეთ კვირაში რამდენჯერმე, დღეში 10-15 წუთით და ამ ვარჯიშის შედეგი ძალიან გაგაოცებთ.
4. პისტოლეტის ჩაჯდომა
შეინარჩუნეთ ხელები და მხრები იატაკის პარალელურ პოზიციაშ. აწიეთ ერთი ფეხი და ჩაწიეთ სხეული რაც შეიძლება დაბლა. გაჩერდით ასე და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზას. მერე გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით.
5. შეტრიალებული გირების ლაუნჯი
დაიჭირეთ გირები გვერდებზე და ჩაჯექით ლაუნჯის პოზაში. წინ გადადგმული ფეხი უნდა იყოს 90 გრადუსიანი კუთხით მოხრილი. შემდეგ გასწორდით და გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით.
6. გობლიტის ჩაჯდომები
დაიჭირეტ გირები მკერდთან ახლოს და ჩაწიეთ სხეული რაც შეიძლება დაბლა. გაჩერდით ასეთ პოზაში და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
7. თითების წვერებზე სიარული
დაიჭირეთ გირები ორივე მხარეს, აწიეთ ქუსლები და იარეთ 1 წუთის განმავლობაში ფეხის წვერებზე. შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ იგივე.
8. დამჯდარი ფეხების აწევა
ამ ვარჯიშისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი სკამი გამოიყენოთ. მისი სიმაღლე უნდა გაძლევდეთ მუხლების 90 გრადუსიანი კუთხით მოხრის საშუალებას. აწიეთ ქუსლები და შემდეგ დაბლა ჩამოწიეთ.
9. ფერმერის სიარული
ეს ვარჯიში ფეხის წვერებზე სიარულის მეთოდს ჰგავს, თუმცა ამ შემთხვევაში ფეხის მთელი წინა ნაწილი უნდა დადგათ ძირს. შეინარჩუნეთ სხეული გამართულ პოზაში.
10. სახტუნაო თოკი
ეს ვარჯიში ფეხების კუნთების გამოძერწვასთან ერთად კარდიოს და ბალანსისთვისაც იდეალურია. ჩართეთ საყვარელი მუსიკა და გაერთეთ ეფექტური ვარჯიშით.
11. მთაზე ცოცვა
მიიღეთ აზიდვების პოზა და მიწიეთ ერთი მუხლი მკერდამდე, შემდეგ კი სწრაფად შეანაცვლეთ ფეხები. აუცილებლად შეინარჩუნეთ ხერხემალი სწორ და მყარ პოზიციაში.