საშიში დაავადებების 7 სიმპტომი, რომელსაც ბევრი ქალი აიგნორებს

ქალებს ხშირად ისეთი დაავადებები ემართებათ, რომლების სიმპტომების შემჩნევაც ძალიან რთულია და ამის გამო მათი ნიშნები ხშირად პერიოდით გამოწვეულ ტკივილში ერევათ. ნახეთ რომელი სიმპტომები არ უნდა დააიგნოროთ საშიში დაავადებების თავიდან ასაცილებლად:

7. გახშირებული მოშარდვა

ხშირად მოშარდვა შეიძლება თირკმელების ან საშარდე გზების პრობლემის გარდა შეიძლება ჰორმონალური დისბალანსის ან ვაგინალური მიკროფლორის დარღვევის ბრალი იყოს. თუკი დღეში ათზე მეტჯერ გიწევთ მოშარდვა, სჯობს ექიმს მიმართოთ.

6. აუხსნელი წონის კლება

ეს შეიძლება კიბოს ან დიაბეტის ნიშანიც კი იყოს. თუ 6-12 თვის პერიოდში 10 კილოზე მეტი დაიკელით სპორტის და დიეტის გარეშე, მაშინ ექიმს უნდა მიმართოთ.

5. თმები არასტანდარტულ ადგილებში

ეს ორგანიზმში ზედმეტი ჰორმონების არსებობაზე მიუთითებს. ამ დაავადებას მეტაბოლიზმის დარღვევების ან მკერდის კიბოს შანსის გაზრდის გამოწვევა შეუძლია. თუ თმა ისეთ ადგილებში ამოგდით, სადაც თმა არ უნდა ამოდიოდეს, მიმართეთ ექიმს.

4. სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ

ასეთი სისხლდენა შეიძლება კიბოს, ცერვიციტის, მიომას და სხვა საშიში პათოლოგიური პროცესების სიმპტომი იყოს. ეს განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როდესაც ბოლო მენსტრუაციული პერიოდიდან 1 წლის შემდეგ დაგეწყებათ სისხლდენა.

3. ცვლილება მკერდის არეში

ხშირად შეამოწმეთ საკუთარი ხელით თქვენი მკერდი, რადგან ეს კიბოს საწყის ეტაპზე აღმოჩენის იდეალური საშუალებაა. თუ შეამჩნევთ წითელ ან დანაოჭებულ კანს ან რაიმე გამობურცულ წერტილს, ეს საშიში სიმპტომებია. ტკივილი მკერდის არეში პერიოდის წინ ნორმალური სიმპტომია.

2. ატიპიური ექსკრეციები

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი შეიძლება განიცდიდეს რაიმე სახის ანთებით პროცესს ან ინფექციას. ამის შემჩნევისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ზედმეტად მკვეთრ ფერს ან სიმწვანეს შეამჩნევთ. პერიოდებს შორის სისხლიანი ექსკრეციების დანახვა ნორმალურია.

1. ძლიერი პერიოდი

ძლიერი მენსტრუაციული პერიოდი ანემიის გამომწვევი შეიძლება გამოდგეს. რთულია იმის გაგება, თქვენი პერიოდი ძლიერია თუ არა, მაგრამ თუ იგი 7 დრეზე მეტ ხანს გრძელდება, ეს შემაშფოთებელი ნიშანია. განსაკუთრებით მაშინ, თუ სისხლს ღია წითელი ფერი აქვს.