როგორ მოვიშოროთ პაპილომები სწრაფად და უმტკივნეულოდ

პრაქტიკულად, დედამიწის მოსახლეობის 80 % პაპილომას ვირუსით დაინფიცირებულია. ვირუსი ხანგრძლივი დროით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ გარკვეულ მომენტში საკუთარ თავს მაინც გამოამჟღავნებს.

ხალხური საშუალებები პაპილომას საწინააღმდეგოდ

  • ალოე
  • ჩაის ხის ზეთი
  • აბუსალათინის ზეთი
  • ქრისტესისხლას ახალ დაწურული წვენი
  • ხახვი და ნიორი

პაპილომას ვირუსის გააქტიურების მთავარი მიზეზები:

  • იმუნიტეტის შემცირება;
  • ქრონიკული დეპრესია ან სტრესი;
  • ალკოჰოლიზმი და თამბაქოს მოწევა;
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადება;
  • ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების ან ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივად მიღება;
  • ხშირი სურდო და გაციება;
  • ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია;
  • ციტოსტატისტიკის ან იმუნოდეპრესანტების მიღება;

პაპილომა კეთილ თვისებიანი სიმსივნეა და ავთ სიმსივნეში იშვიათად გადადის, მაგრამ ამის ალბათობა გამორიცხული არაა.

თქვენ დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

  • პაპილომა პერიოდულად ზიანდება ან ან მექანიკურ დაზიანებას განიცდის;
  • აღმონაცენი სწრაფად იზრდება;
  • სასქესო ორგანოსთან განლაგებულია;
  • ფერი, ზომა შეიცვალა, სისხლდენა დაიწყო და დისკომფორტს ქმნის.

თქვენ შეგიძლიათ პაპილომა სამედიცინო დაწესებულებაში მოიშოროთ ან ხალხური მედიცინის რეცეპტები გამოიყენოთ.

ხალხური საშუალება პაპილომას საწინააღმდეგოდ

1. ალოე

ალოე პაპილომას საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა. სამკურნალოდ მხოლოდ 3 წლამდე მცენარე გამოდგება. გამოყენების წინ, ალოე 1 კვირა არ მორწყათ.

ქვედა, ყველაზე სქელი ფოთოლი მოჭერით და 10 დღე მაცივარში შეინახეთ.

10 დღეში ალოეს ფოთოლი აიღეთ, გაჭერით, პაპილომაზე დაიდეთ და ბინტით ან ჩვეულებრივი სამედიცინო პლასტირით დაიმაგრეთ. სახვევი დღეში 3-4-ჯერ უნდა შეიცვალოთ.

მკურნალობის კურსი მინიმუმ 7 დღეს წარმოადგენს. თქვენი პაპილომა უბრალოდ გაქრება!

2. ჩაის ხის ზეთი

ზეთი შესანიშნავი ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალებაა.

ბამბის ჩხირი ზეთით გაჟღინთეთ და პაპილომას წაუსვით. ეცადეთ, რომ ზეთი ჯანმრთელ კანს არ მოხვდეს. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ, სანამ პაპილომა ბოლომდე არ გაქრება!

ყურადღება! თუ პაპილომას მოშორება ქუთუთოდან ან ინტიმური ადგილებიდან გსურთ, ზეთი აუცილებლად წყალში ან ალოეს წვენში პროპორციით 1:1 უნდა გახსნათ.

სახეზე პაპილომას მოსაშორებლად, საკმარისია ჩაის ხის ზეთი თქვენს კოსმეტიკურ კრემს დაუმატოთ და პაპილომაზე დღეში 5-6-ჯერ წაისვათ.

3. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი თეთრებად ღირებული, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ პაპილომას მოსაშორებლად გამოიყენოთ.

თუ სწორედ ამ ვარიანტს აირჩევთ, შედეგი შესამჩნევი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იქნება.

ბამბა ზეთში დაასველეთ და პაპილომაზე წაისვით, ამასთან თითი 5-7 წუთით შეიზილეთ. დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ.

4. ქრისტესისხლას ახალ დაწურული წვენი (სააფთიაქო ქიმიურ ნივთიერებასთან არ აგერიოთ!)

ქრისტესისხლას ღერო და ფოთოლი აიღეთ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში მოათავსეთ და წვენი გაწურეთ. აორთქლებით კრემის მსგავს კონსისტენციამდე მიიყვანეთ.

ამ ექსტრაქტით პაპილომა დღეში 4-6-ჯერ შეიზილეთ.

ყურადღება! ქრისტესისხლას წვენი არ გამოიყენოთ, თუ ნევროლოგიური დაავადება და ბრონქული ასთმა გაწუხებთ.

5. ხახვი და ნიორი

ერთი საშუალო ზომის ხახვი და 3 კბილი ნიორი აიღეთ, გაასუფთავეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. ფაფა პაპილომაზე წაისვით და სახვევით დაიფიქსირეთ. 50 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 5-ჯერ გაიმეორეთ.

თუ წვის ატანა გაგიჭირდებათ, ხახვი-ნიორის წვენი ზეითუნის ზეთს აურიეთ.

პაპილომა ვირუსმა თავი კვლავ რომ არ იჩინოს, იმუნიტეტი გააძლიერეთ: სწორად იკვებეთ, კარგად გამოიძინეთ, ბევრი იმოძრავეთ და სუფთა ჰაერზე უფრო დიდხანს იყავით. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!