ბევრი ადამიანის თვითშეფასებაზე მოქმედებს მათი სიმაღლე, რის გამოც ადამიანების უმრავლესობა გამუდმებით ეძებს ხერხებს სიმაღლის მოსამატებლად. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 9 საუკეთესო მეთოდს ამ მიზნის მისაღწევად:
1. სათანადო კვება
ნუტრიციებით მდიდარი დიეტა დაეხმარება ორგანიზმს გამაღლებაში. მიირთვით კალციუმით და D ვიტამინებით სავსე პროდუქტები.
2. გაისეირნეთ მზიან ამინდში
მზის სხივებისგან დიდი რაოდენობით D ვიტამინს მიიღებთ, რაც კუნთებს გააძლიერებს.
3. ვარჯიში
სისტემატიური ვარჯიშები რადიკალურად არ გაგამაღლებთ, თუმცა ეს ვარჯიშები ოდნავ გამაღლებაში და ელასტიურობის მომატებაში დაგეხმარებათ, რაც სხვა მეთოდების ეფექტურობას გააუმჯობესებს.
მენჯების ხიდი
დაწექით ზურგზე მუხლების მოხრით და აწიეთ მენჯები მაღლა, შემდეგ კი დაუბრუნდით საწყის პოზას.
ფეხების გაწელვა
დადექით კედელთან პარალელურად და მიეყრდენით მთელი წონით ხელებს. ერთი ფეხი ნელა მიწიეთ კედელთან ახლოს და შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 30 წამით. შემდეგ გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით.
4. გააუმჯობესეთ თქვენი ხერხემლის მდგომარეობა
ბევრ ადამიანს ახასიათებს მოხრის ჩვევა ან დიდი ხნით ჯდომის სურვილი. მხრების წინ გადახრა და ზურგის მოხრა ხერხემლის გამრუდებას იწვევს და ეს სიმაღლის შემცირებაშიც შეიძლება გამოიხატოს. თუკი სწორ პოზას დიდი ხნით შეინარჩუნებთ, მაშინ სიმაღლის გაუმჯობესებასაც მალე შეამჩნევთ.
5. იყავით უფრო თვითდაჯერებული
თქვენი ხასიათის გამოსწორებით სარკეში დანახულ ანარეკლსაც მნიშვნელოვნად შეცვლით. თვითდაჯერებულობით აღსავსე გონებას სხეულის და ხასიათის გაუმჯობესება მართლაც ეფექტურად შეუძლია.
6. კარგად გამოძინება
ჩვენი ორგანიზმი მუდამ ფუნქციონირების რეჟიმშია, ძილის დროსაც კი. თუკი სიმაღლეში მომატების სასურველი შედეგები სწრაფად გინდათ იხილოთ, მაშინ ყოველდღე მინიმუმ 8 საათი უნდა გეძინოთ მშვიდად. ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, უბალიშოდ ძილი სიმაღლეში გაზრდაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.
7. გამოიყენეთ ფეხსაცმლის საფენები
ასეთი სამაგრები იდეალური საშუალებაა უფრო მაღალი იერის მისაღებად. ისინი პრობლემის სამუდამოდ გაქრობის გზას არ წარმოადგენენ, თუმცა თქვენს ვიზუალს მართლაც მარტივად გააუმჯობესებენ.
8. სიმაღლის მოსამატებელი სამოსი
სწორად არჩეული სამოსი უფრო მაღალს გამოგაჩენთ. ცუდად შერჩეულ აქსესუარებს და ტანსაცმელს თქვენი უფრო დაბალ ადამიანად გამოჩენაც კი შეუზლიათ.
9. მოერიდეთ გამაღლების ხელის შემშლელ ფაქტორებს
მოწევა და ალკოჰოლის დალევა სწორედ ისეთ ასპექტებად ითვლება, რომელიც ორგანიზმს სიმაღლის მომატებაში უშლის ხელს. მათზე უარის თქმით თქვენს სხეულს ნატურალური პროცესების შესრულებაში შეუწყობთ ხელს.