თუ გულძმარვა და მუცლის შებერილობა ქრონიკულად გაწუხებთ, დაიხმარეთ ნატურალური საშუალებები

ჰელიკობაქტერია პიროლი – სპირალისებური ბაქტერია, რომელიც სამწუხაროდ, ადვილად პოულობს გზას თქვენს ორგანიზმში მოსახვედრად.

ის აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, იწვევს წყლულებს და სიმსივნესაც კი. ორგანიზმში ის შეიძლება მოხვდეს წყლიდან ან დაბინძურებული პროდუქტებიდან. უარი თქვით ისეთი პროდუქტების გამოყენებაზე, რომლებიც ტოქსიკური ქიმიკატებისგან არის დამზადებული.

ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ პიროლზე:

  • ეს სპირალური ბაქტერია სწორ ნაწლავში და კუჭში ცხოვრობს.
  • ექსპერტები მას წყლულოვან ბაქტერიას უწოდებენ, რადგან მას ციტოტოქსინის წარმოების უნარი აქვს, რომელიც დიდ როლს ასრულებს კუჭის წყლულის განვითარებაში.
  • ინფექცია პიროლის საერთო სიმპტომები:
  • შებერილობა;
  • გულისრევა;
  • მუცლის დისკომფორტი;
  • კუჭის ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • საყლაპავის დამწვრობა;
  • დიარეა;
  • გალიტოზი;
  • ანემია;
  • უმადობა;
  • კუჭის წყლულოვანი დაავადებები;

როგორ გავთავისუფლდეთ ბუნებრივი გზით პიროლისგან?

იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში.

1. მანუკას თაფლი

საუზმეზე მიირთვით კოვზი მანუკას თაფლი. შეგიძლიათ ის გახუხულ პურზე გადასმულიც მიირთვათ.

2. ხილის, ციტრუსებისა და ბოსტნეულის წვენები

ყოველ დილით, საუზმემდე,  მიიღეთ ახალგამოწურული წვენი. ის საოცრებებს ახდენს. უარი თქვით ისეთი პროდუქტების გამოყენებაზე, რომელთა შემადგენლობაში შედის დამატკბობლები.

3. პრობიოტიკები

პრობიოტიკები გამოიყენეთ ინფექციების სამკურნალოდ. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პრობიოტიკები ანტიბიოტიკებზე ბევრად უკეთ მუშაობენ.

4. შავი კუმინი (ძირა)

ეს საშუალება ბაქტერიების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. ამცირებს ორგანიზმში მჟავიანობას.

5. ბროკოლი

სულფორაფანი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ძლიერი დეტოქსიკაციური თვისებები აქვს. იგი კურნავს ინფექციებს და გაგათავისუფლებთ გასტრიტის სიმპტომებისგან.

6. მწვანე ჩაი

იმისათვის, რომ შეაფერხოთ ბაქტერიების ზრდა, დალიეთ მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის რეგულარულად მიღება ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას.

7. ნიორი

შეიძლება თქვენ ნივრის სუნს ვერ იტანთ, მაგრამ გაიხსენეთ მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის ხომ უძლიერესი ანტიბიოტიკია. მიირთვით ნიორი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

8. დინდგელი (პროპოლისი)

დინდგელი შეიცავს 300-ზე მეტ შენაერთს, რომელიც ბლოკავს ბაქტერიების ზრდას.

დამატებითი რჩევები:

  • თევზი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით ძალიან სასარგებლოა;
  • ომეგა-3-ით მდიდარია სელის თესლიც;
  • წითელი ფერის ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა;
  • აუცილებლად დაამატეთ კვების რაციონს მოცვი, მარწყვი, ჟოლო.
  • არ მიირთვათ დამარინადებული პროდუქტები;
  • შეამცირეთ კოფეინის მოხმარების რაოდენობა;
  • უარი თქვით ცხარე საკვებზე და გაზიან სასმელებზე;
  • მიიღეთ დიდი რაოდეონობით წყალი;
  • ნუ დაივიწყებთ პროფილაქტიკის შესახებ – ეს ალბათ საუკეთესო მკურნალობაა;
  • იზრუნეთ პირად ჰიგიენაზე;
  • სწორად მოამზადეთ საკვები;

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დაიმახსოვრეთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია!