თუ ზურგი დაგეღალათ და მასაჟის გაკეთების დრო არ გაქვთ, მაშინ ეს 5 ეფექტური გაწელვის მეთოდი საკმაოდ გამოგადგებათ. თანაც რაც მთავარია მათი გაკეთება თქვენი ოფისის სკამში ჯდომის დროსაც კი შეგიძლიათ:
1. პეპლის ფრთები
- დაჯექით სკამის კიდეზე და გაასწორეთ ზურგი.
- დაიდეთ ორივე ხელი თავის უკან, მოხარეთ იდაყვები და შეკარით ხელები კისრის უკან.
- გადაწიეთ იდაყვები რაც შეიძლება უკან. შეისუნთქეთ და გაშალეთ ხელები, ხოლო მკერდი წინ გამოწიეთ.
- ამოუსუნთქეთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას, მოხარეთ ზურგი მკერდის უკან გასაწევად.
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში ხუთჯერ.
2. კატა ძროხა
- დაჯექით სკამზე გამართულად და დაიწყვეთ ხელები მუხლებზე.
- შეისუნთქეთ და ნაზად გადაწიეთ მხრები უკან მკერდის წინ გამოსაწევად. ეცადეთ მხრების დისკები შეახოთ ერთმანეთს, თუმცა არ აწიოთ მხრები მაღლა.
- ამოსუნთქვასთან ერთად მოხარეთ წელი მხრების წინ გადმოწევით და გადაიხარეთ კისრით მკერდისკენ.
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში რვაჯერ.
3. სკამის ტვისტი
- დაჯექით სკამზე გამართულად და დააწყვეთ ფეხები იატაკზე.
- შეისუნთქეთ და დაჭიმეთ ხერხემალი. ამოსუნთქვასთან ერთად გადაიხარეთ სკამის უკანა ნაწილისკენ.
- დააწყვეთ ხელები სკამზე და არ მოხაროთ მხრები. გაჩერდით ამ პოზაში 30 წამი, ჩაისუნთქეთ ღრმად ხუთჯერ და შემდეგ შეიცვალეთ პოზა.
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში სამჯერ, ორივე მხარეს.
4. გვერდით გადახრა
- დაჯექით სკამზე და გაიმართეთ წელში.
- დადეთ ერთი ხელი სკამზე და მოადუნეთ მხარი მის ქვევით ჩასაწევად
- აწიეთ მეორე ხელი მაღლა და დაიწყეთ ამ მხარეს გადახრა.
- ამ დროს უნდა იგრძნობთ მსუბუქი დაჭიმულობა. ეცადეთ შეინარჩუნოთ სხეული სწორ მდგომარეობაში და არ გადაიხაროთ წინ.
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში ორივე მხარეს ათჯერ.
5. სკამის მტრედი
- დაჯექით სკამზე გამართული წელით, დაიდეთ მარჯვენა კოჭი მარცხენა ფეხის მუხლზე.
- გადახარეთ ტანი წინ და ეცადეთ შეეხოთ თქვენს თეძოს მუცლით. შეინარჩუნეთ ზურგი სწორ მდგომარეობაში.
- გაჩერდით ამ პოზაში 30 წამის განმავლობაში, ჩაისუნთქეთ ხუთჯერ ღრმად და შემდეგ შეიცვალეთ პოზიცია.
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში სამჯერ, ორივე ფეხით.