ხელნაკეთი მალამო, რომელიც დამეხმარა კუნთებისა და სახრების ტკივილისგან თავის დაღწევაში

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული მალამოს რეცეპტს, რომელიც სწრაფად მოგიხსნით სახსრებისა და კუნთების ტკივილს. მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ ართრიტით გამოწვეული ტკივილების შემცირებას.

ტკივილგამაყუჩებელი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის კარაქი ¼ ჩ. ჭ.
  • კაკაოს კარაქი ¼ ჩ. ჭ.
  • ფუტკრის ცვილი (დაჭრილი) ¼ ჩ. ჭ.
  • კაიენის წიწაკა 2 ჩ. კ.
  • კურკუმა 1 ჩ. კ.
  • ჯანჯაფილის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • პიტნის ეთერზეთი 10 წვეთი

მომზადების წესი:

  1. ქოქოსისა და კაკაოს კარაქი ფუტკრის ცვილთან ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი დაამატეთ კაიენის წიწაკა, კურკუმა, ჯანჯაფილი და აურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ პიტნის ეთერზეთი.
  2. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, გააგრილეთ და დაახურეთ ხუფი. მალამო გამოსაყენებლად ვარგისია 6-8 კვირა.

მალამო თხელ ფენად შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. პროცედურის ბოლოს ხელები კარგად დაიბანეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!