14 ეფექტური მეთოდი თვალის ინფექციების სამკურნალოდ და მათი პრევენციისთვის

თვალის ყველაზე ცნობილი ინფექციების თავიდან არიდება მარტივადაა შესაძლებელი ჰიგიენის ნორმების დაცვით. თუმცა, მათი გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის სწორი ხერხების გამოყენებაც. ამიტომ წარმოგიდგენთ თვალების ყველაზე პოპულარულ სამ ინფექციას, რომელიც თქვენს მხედველობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ექსტრემალურად გამაღიზიანებელი და მტკივნეულია.

კონიუნქტივიტი

ჩაალბეთ რბილი პირსახოცი ცივ ან თბილ წყალში და დაიდეთ თვალზე ქავილის შეგრძნების შემსუბუქებამდე. გამოიყენეთ სხვადასხვა პირსახოცი ორივე თვალისთვის.

აურიეთ თაფლი და წყალი თანაბარი რაოდენობით და ჩაალბეთ ნაზავში ბამბის ბალიში, შემდეგ კი დაიდეთ ის თვალზე. გაიმეორეთ ეს დღეში სამჯერ ყოველდღიურად, სანამ სიმპტომები არ გაგიქრებათ.

სტიე

დაასველეთ პირსახოცი თბილი წყლით და დაიდეთ იგი დაზიანებულ თვალზე. დაიტოვეთ ასე 10-15 წუთით. გაიმეორეთ იგივე პროცედურა დღეში რამდენჯერმე.

დაიდეთ ცივი შავი ჩაის პაკეტი დაზიანებულ თვალზე და დაიტოვეთ ასე 5-10 წუთის განმავლობაში.

ბლეფარიტი

დაალბეთ პირსახოცი თბილ წყალში და გაწურეთ ზედმეტი წყლის მოსაშორბლად, შემდეგ კი დაიდეთ თვალზე 10 წუთის განმავლობაში. მისი მოშორების შემდეგ ბამბის ბალიშით თვალიდან ჩამოიწმინდეთ გამხმარი ნამცეცები. გაიმეორეთ იგივე პროცედურა დღეში რამდენჯერმე.

  • დაიდეთ თვალზე შავი ჩაის თბილი პაკეტი და შემდეგ დაისხით ქუთუთოებზე მისი წვეთები.
  • ჭამეთ ჯანსაღი ცხიმების შემცველი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ავოკადო და თხილეული.
  • ქოქოსის და ზეითუნის ზეთები ასევე შეამცირებენ ანთებას და კანის გამოჯანმრთელებას შეუწყობენ ხელს.

თვალის ინფექციების გაჩენის და მათი გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზები:

  • დაიცავით ჰიგიენის ნორმები და დაიბანეთ ხელები თვალებთან შეხებამდე. არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი წყალი თვალების დასაბანად.
  • არასდროს გაუზიაროთ სხვას ცვირსახოცები და პირსახოცები
  • ხშირად გაწმინდეთ თვალის მოვლის პაკეტი და გამოცვალეთ ყოველ 6 თვეში ბაქტერიების დაგროვებისგან თავის დასაცავად.
  • არასდროს გაუნაწილოთ აღნიშნული პაკეტი სხვას.
  • შეინარჩუნეთ სათვალეების და კონტაქტური ლინზების სისუფთავე და არასდროს გაუზიაროთ მათი საწმენდი სხვას.
  • თუ თვალების ინფექცია გაგიჩნდებათ, მაშინ არ გამოიყენოთ თვალების მაკიაჟი და მოერიდეთ კონტაქტური ლინზების გამოყენებას.