კბილის ტკივილი ყველას გამოუცდია ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ხშირად მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად სტომატოლოგთან ვიზიტი ზედმეტად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ჯობია ეს ხალხური მეთოდები გამოიყენოთ. მათი სახლში მომზადება ბევრად უფრო ნაკლებ რესურსებს მოითხოვს:
მარილიანი წყალი
მარილიანი წყალი დეზინფექციის ნატურალურ პროდუქტს წარმოადგენს, რის გამოც იგი კბილის ტკივილს მარტივად კურნავს. უბრალოდ გამოივლეთ პირში 1/2 ს/კ მარილის და 1 ჭიქა თბილი წყლის ნაზავი.
Წყალბადის ზეჟანგი
Წყალბადის ზეჟანგი გაგიყუჩებთ ტკივილს და ასევე შეაჩერებს ღრძილებიდან სისხლდენასაც. ამისთვის პირში უნდა გამოივლოთ Წყალბადის ზეჟანგის და წყლის თანაბარი რაოდენობის ნაზავი.
მიხაკი ან მიხაკის ზეთი
მიხანი ნატურალურ ანტისეპტიკურ ელემენტებს შეიცავს, რის გამოც იგი უკვე დიდი ხანია ტკივილის გასაყუჩებლად გამოიყენება. ამისათვის დაიდეთ კბილზე ცოტაოდენი დაფქვილი მიხაკი ან დაღეჭეთ მიხაკი მისი ზეთის გამოსადენად კბილის არეში.
ცივი კომპრესი
დაიდეთ კბილზე ცივი კომპრესი 15 წუთით ნერვების გასაყუჩებლად. ეს ანთებას და შეშუპებასაც შეამცირებს.
ნიორი
ნიორი საზიანო ბაქტერიებს კლავს და ტკივილგამაყუჩებლის ეფექტით გამოირჩევა. მისი ეფექტების გამოსაცდელად უნდა დაიდოთ ნიორი ატკიებულ კბილზე და ნელა დაღეჭოთ.
გუავას ფოთლები
გუავას ფოთლები ანთების საწინააღმდეგო და ანტიმოკრობული თვისებებით გამოირჩევა, რის გამოც იგი გასიებულ ღრძილებს და ატკიებულ კბილებს მარტივად მოგირჩენთ. ამისთვის დაღეჭეტ გუავას ფოთლები ან მოათავსეთ ისინი ადუღებულ წყალში, დააცადეთ გაგრილება თბილ ტემპერატურამდე და გამოივლეთ პირში ცოტა მარილის ჩამატების შემდეგ.
ხორბლის ბალახი
ხორბლის ბალახები ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა, რის გამოც იგი კბილის ტკივილებს მარტივად გაგიყუჩებთ. ამისთვის იგი უნდა დაღეჭოთ პირდაპირ ან გამოივლოთ პირში მისი წვენი. ეს პირში ბაქტერიების გამრავლებასაც შეუშლის ხელს.
ხახვი
ხახვი ინფექციის გამავრცელებელი ბაქტერიების გამანადგურებელ ელემენტებს შეიცავს, რის გამოც იგი ინფექციებისგან და ტკივილისგან მარტივად გაგათავისუფლებთ. ამისათვის უნდა დაღეჭოთ ხახვის ნაჭერი პრობლემური კბილის მხარეს, რათა მისმა წვენმა ადვილად შეაღწიოს კბილში. თუ ტკივილი ზედმეტად ძლიერია, დაადეთ ატკიებულ კბილს ხახვი ზემოდან და ასე გააჩერეთ ტკივილის გაყუჩებამდე.